ИЗВЕСТИЯ - საქართველოსთან ავიამიმოსვლა მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება

ИЗВЕСТИЯ - საქართველოსთან ავიამიმოსვლა მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგება

access_time2019-08-13 13:55:12

დღეს რუსულმა Известия-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ მოხდება. ამის შესახებ რუსული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.


"როგორც Известия-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის აკრძალული იქნება მინიმუმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუკი იქამდე, ვითარების კარდინალური ცვლილება არ მოხდება," - ნათქვამია სტატიაში.


საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე აიკრძალა.



ამ აკრძალვის შედეგი იმაზე მცირე ზომის იყო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა პროგნოზირებდა, უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის ივლისში საქართველოში სულ 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო. შესაბამისად, ტურისტების 14%-იანი კლება რუსეთში 70%-იან კლებად არის გასაღებული.


BMG






საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა
access_time2019-08-19 10:00:29
„ინდურ ავიაკომპანია INDIGO-სთან, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე 43% უკავია საქართველომ მოლაპარაკებები განაახლა. როგორც „კომერსანტს“ TAV Georgia-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ქართულ მხარესა და ინდურ ავიაკომპანიას შორის კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. „თუმცა, საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი  INDIGO წელს დაიწყებს ფრენას საქართველოში თუ არა 2020 წლიდან,“ - აცხადებენ TAV Georgia-ში. ინდურ...


მსგავსი სიახლეები

up