ИЗВЕСТИЯ -საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომისვლა  2020 წლის დასაწყისისთვის გადაიდო

ИЗВЕСТИЯ -საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომისვლა 2020 წლის დასაწყისისთვის გადაიდო

access_time2019-11-27 19:00:39

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას სააახალწოდ აპირებდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და თბიოლისში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება 2020 წლის დასაწყისისთვის გადაიდო – ამის შესახებ რუსული „იზვესტია“ წერს რუსეთის ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.


როგორც „იზვესტიას“ წყარო აცხადებს, მართალია საქართველოში „ანტირუსულმა ისტერიამ“ იკლო, მაგრამ „თბილისის ქუჩებში საპროტესტო მასის ყოფნა არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ იქ რუსი ტურისტებისათვის უსაფრთხო გარემოა“.


აღსანიშნავია, რომ ხვალ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში მორიგი ქართულ-რუსული შეხვედრა იგეგმება და საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ავიამიმოსვლა იქნება. თუმცა, მოსკოვში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 8 ივლისს მოსკოვმა ერთპიროვნულად მიიღო და შესაბამისად, მისი აღდგენაც ასევე, ქართულ მხარესთან კონსულტაციის გარეშე მოხდება.



მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება. თუმცა, როგორც „იზვესტიასთან“ საუბარში თავად გრიგორი კარასინმა განაცხადა, ეს უფრო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხია.


ამის პარალელურად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომისვლასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ცნობაც გავრცელდა.რუსული მედიის ცნობით, ოფიციალურმა მოსკოვმა ავიამიმოსვლისთ დაზარალებული რუსული ავიაკომპანიები „გადააგდო“. ზაფხულში, პრაქტიკულად ავიამიმოსვლის შეწყვეტისთანავე გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთის ხელისუფლება კომპენსაციას გადაუხდიდა იმ ავიაკომპანიებს, რომლებთაც ამ გადაწყვეტილების გამო ზარალი მიადგათ. ამ დღეებში კი გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის გაკეთებას წელს ვერ ახერხებს და ამის კომპენსაციის შეეცდება.


resonancedaily.ge





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up