„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ

access_time2022-08-11 15:34:34

„ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „სავალი გზა ქვეითებსაც სჭირდებათ“, „გასაფრთხილებლად ერთხელ დასიგნალებაც საკმარისია“, „სასწრაფოს შენზე მეტად ეჩქარება“ – ამ და სხვა მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელების ინიციატივა საკუთარ თავზე თეგეტას ახალი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებმაც აიღეს. ავტომფლობელებს, რომლებიც კამპანიის იდეას იზიარებენ და სურთ, წვლილი შეიტანონ საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაში, კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების მანქანის სტიკერები დაურიგდათ. ამ ჟესტით ისინი კამპანიის ამბასადორები ხდებიან და ყოველდღიურად შეახსენებენ თანამოქალაქეებს მათთვის ყველაზე აქტუალური კულტურული ნორმების შესახებ.




გიორგი გაფრინდაშვილი, ავტომფლობელი: „სიამოვნებით ჩავერთე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში. ქალაქში გადაადგილებისას ბევრ პრობლემას ვაწყდები და ვფიქრობ, რომ ყველა მესიჯი, რაც კამპანიის ფარგლებში გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ავტომობილისთვის ავარჩიე სტიკერი: „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“. ეს პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადაადგილებისას. ძალიან ხშირად მხვდებიან მძღოლები, რომლებიც სიგარეტის ნამწვებს ან სხვა სახის ნარჩენებს გაუაზრებლად ისვრიან მანქანიდან. მინდა მოვუწოდო მათ, დაიცვან სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებენ ქუჩებს და იზრუნონ მოძრაობის კულტურაზე“.



კამპანიაში ჩართვის სურვილი 500-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოთქვა, იდეის მხარდაჭერისთვის თითოეულ მათგანს საჩუქრად „თეგეტა მოტორსის“ 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცა.




ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. გვიხარია, რომ თანამოაზრეები ჩვენს მომხმარებლებს შორისაც მრავლად გამოგვიჩნდნენ, რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.



„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის მხარდამჭერებს „თეგეტა მოტორსის“ ვაუჩერებით სარგებლობა როგორც სერვისზე, ისე ნებისმიერ სასურველ ავტოპროდუქტზე წლის ბოლომდე შეუძლიათ.



შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.


(R) 




თეგები:
თეგეტა



„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...


მსგავსი სიახლეები

up