იზრდება თუ არა საქართველოში კიბერკრიმინალის მასშტაბები?

იზრდება თუ არა საქართველოში კიბერკრიმინალის მასშტაბები?

person access_time2016-07-30 12:00:24

ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება ტექნოლოგიებზე. ამასთან, სულ უფრო იზრდება კიბერთავდასხმების პრეცედენტები.


ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე აცხადებს, რომ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი კიბერთავდასხმების ზრდასა და ინტერნეტ-ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას შორის.

 


„დღეს, კიბერთავდასხმები წარმოადგენს ინფორმაციული ომის ახალ ფურცელს. იგი არის მზარდი საფრთხე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს. კიბერთავდასხმები ქმნის სახელმწიფოს დასუსტების პირობას, სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური გავლენით. იგი დიდ გავლენას ახდენს საფინანსო ბაზრებზე, სახელმწიფოს რეპუტაციასა და ნდობაზე.


გლობალურ ეკონომიკურ დანაშაულებში, კიბერკრიმინალი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური დანაშაულია,“ – აცხადებს აბულაძე.


PWC-ს კვლევის ანგარიშით (Global Economic Crime Survey 2016), გლობალურ ეკონომიკურ დანაშაულებში პირველ ადგილს იკავებს აქტივების უკანონო მითვისება 64%, მეორე ადგილზეა კიბერკრიმინალი 32%-ით, ხოლო სამეულში შედის მექრთამეობა და კორუფცია 24%-ით.


ინტერნეტ-უსაფრთხოების კომპანიის McAfee-ის შეფასებით, კრიმინალის გლობალური მასშტაბები და მისი წილი მსოფლიოს მშპ-ში საკმაოდ სოლიდურია, მათ შორის გლობალურ მშპ-ში: ტრანსნაციონალური დანაშაულების წილი შეადგენს 1.2%-ს, ნარკოტიკების - 0.9%-ს, კიბერკრიმინალის - 0.8%-ს, გაყალბება/საავტორო უფლებების დარღვევა-0.89%- ს, ხოლო საზღვაო პირატობა - 0.02%-ს.


2014 წელს, მსოფლიოში, კიბერკრიმინალის ზარალი აღწევდა 445 მლრდ დოლარს,



ხოლო დღეს 1 ტრლნ დოლარს. პროგნოზით, მსოფლიოში, კიბერკრიმინალის დანაკარგები 2019 წელს 2 ტრლნს მიაღწევს (forbes).


Institute for Economics and Peace (IEP) კვლევის ანგარიშით (Global Peace Index), 163 ქვეყნის კონფლიქტი, ტერორიზმი და პოლიტიკური არასტაბილურობა 2015 წელს შეფასდა 13.6 ტრლნ დოლარად. ტერორიზმის გავლენის შეფასებისათვის, ასევე შეიძლება განხილული იქნას IEP-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც 163 ქვეყნის საფუძველზე წარმოადგინა გლობალური ტერორიზმის ინდექსი (კვლევა მოიცავს მოსახლეობის 99,6%-ს, ტერორიზმის ფსიქოლოგიურ გავლენას, დანაკარგებს, ზარალს, საკუთრების დაზიანებას). აღნიშნული ინდექსის მაღალი დონე აჩვენა შემდეგმა ქვეყნებმა:


ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი, სირია, ინდოეთი, იემენი, სომალი.


The Symantec -ის ანგარიშით, კიბერკრიმინალის შედეგად, პლანეტის მოსახლეობამ დაკარგა 158 მლრდ დოლარი.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) კვლევის ანგარიშით, ძალადობრივი დანაშაულები და მკვლელობები 2014 წელს შეფასდა 1.7 ტრლნ დოლარად, ხოლო ტერორიზმის გლობალური ეკონომიკური გავლენა 2000-2014 წწ-ში 4.9 მლრდ დოლარიდან 52.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.


მსოფლიოში, 50 წლის განმავლობაში, 475 სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მათგან 236 ინციდენტი წარმატებით დასრულდა. 2010 წლიდან დღემდე 19 სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მათგან 9 ინციდენტი წარმატებით დასრულდა (წარუმატებელი აღმოჩნდა სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში.


სხვადასხვა შეფასებით, გლობალური უთანასწორობის გადაჭრა და ძალადობის შემცირება საჭიროებს 1.36 ტრლნ დოლარს. აღნიშნული კი შეადგენს მსოფლიოს საკვები პროდუქტების ექსპორტის ექვივალენტს. პროგნოზით,მომავალ 5 წელიწადში 1 ტრლნ დოლარი იქნება დახარჯული გლობალური კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის (CybersecurityVentures).


„კიბერკრიმინალი წარმოადგენს საკმაოდ მზარდ ინდუსტრიას, რომლის სარგებელი დიდი, ხოლო რისკები დაბალია. სხვადასხვა შეფასებით, კიბერკრიმინალის პრევენციაზე, გლობალური ეკონომიკის გაწეული დანახარჯები 575 მლრდ დოლარს აჭარბებს. მხოლოდ გაეროს მიერ სამშვიდობო ოპერაციებზე გაწეულმა დანახარჯმა 8.27 მლრდ დოლარი შეადგინა ბოლო ერთ წელიწადში. ჯამში, შეიძლება აღინიშნოს, რომ კიბერთავდასხმების ზომებისა და თანმდევი შედეგების (ზიანის) მასშტაბების ანალიზის აქტუალობის მუიხედავად, კიბერკრიმინალის ეკონომიკური გავლენის რაოდენობრივი შეფასება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს.


ეს კი მსოფლიოს ქვეყნებში, კიბერთავდასხმებით გამოწვეული დანაკარგების გაზომვის შეზღუდული შესაძლებლობითაა გამოწვეული. ფაქტია, რომ კიბერსაფრთხეები გადაიჭრება ნაციონალურ დონეზე. ამისათვის თითოეული ქვეყანა ქმნის კიბერინციდენტებზე რეაგირების ჯგუფს, ინტენსიურად იკვლევს და ანალიზებს საფრთხეებს, ამუშავებს კიბერკრიმინალთან ბრძოლისა და კიბერსივრცის უსაფრთხოების შენარჩუნების მეთოდებს,“– აცხადებს აბულაძე.


მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს კიბერსაფრთხეების სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება რთულია. საქართველოში, კიბერსაფრთხეებისა და კიბერ ტერორიზმის ანალიზი და შეფასება, ძირითადად საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი. მაგალითად, IEP -ის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშით, საქართველო თუ 2015 წლის რეიტინგში იმყოფებოდა ტერორიზმის ყველაზე დაბალი გავლენის მქონე ქვეყნების სიაში, 2016 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის რეიტინგში (GLOBAL PEACE INDEX2016) საქართველოს გარემოს საფრთხეები საშუალო დონით ფასდება.


„ვინაიდან ქვეყანაში არ წარმოებს (ან ფრაგმენტულია) კიბერგარემოს კომპლექსური კვლევა, არ ხდება ელექტრონული ბიზნეს სივრცის ათვისება, არ იქმნება სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტები, ჯერ კიდევ ვერ ყალიბდება მძლავრი ელექტრონული მმართველობითი სისტემა, ბუნებრივია, ქართულ კიბერსივრცეზე არსებული ფრაგმენტული კვლევის მონაცემები ზუსტი დასკვნების წარდგენის შესაძლებლობას არ იძლევა.


ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანად იზრდება კიბერკრიმინალის მასშტაბები, რომელზე რეაგირებაც კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ საკმაოდ დაგვიანდა, რადგან პრევენციის მექანიზმები, პოლიტიკა, სტრატეგია, კიბერსტრუქტურები ახლა ფორმირდება,“  – აღნიშნავს რატი აბულაძე და ამბობს, რომ ქვეყანაში საჭიროა „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნა“, რომელიც მეცნიერ-მკვლევარების, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის კოორდინირებით ხელს შეუწყობს ქვეყნის გლობალური და ლოკალურიგამოწვევების გადაჭრას, როგორც ფიზიკურ სივრცეში ისე კიბერ გარემოში.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up