მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ - იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ - იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში

access_time2019-10-18 10:00:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

 

სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა რამაზაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ფალსიფიცირების საკითხი ღვინის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ სახელმწიფოს ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჩამოსასხმელი ღვინის კონტროლის გამკაცრება პირველ რიგში, ღვინის გაყიდვის წერტილების ლიცენზირებით უნდა დაიწყოს.

 

„მე მჯერა რომ ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის გაყიდვის წერტილების ლიცენზირება, ანუ იმ ადგილების, საიდანაც ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა ხდება. მთელს მსოფლიოში ასეა და ჩვენთან სამწუხაროდ ვერ დაინერგა. რა თქმა უნდა არ  შეიძლება აუკრძალო გლეხს და ფერმერს აწარმოოს საკუთარი ღვინო,  მაგრამ თუ მან გადაწყვიტა მისი გაყიდვა,  მაშინ ეს წერტილი, მაღაზია თუ  რესტორანი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს . ესაა ღვინის შენახვა, ტემპერატურა, მისი არდაჟანგვა და ასე შემდეგ. შესაძლებელია ფალსიფიცირებას ათასნაირი ფორმა ჰქონდეს, როგორც წყლის დამატებით ასევე სხვა მექანიზმებით, იქნება ეს დუღილის პროცესში ჩარევა თუ სხვა - ამას კონტროლი სჭირდება.“ - ამბობს ზურა რამაზაშვილი.

 

მომხმარებელი ფალსიფიცირებული ღვინის მოხმარებისგან დაცული რომ არის ადასტურებს კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე. ბიზნესმენის თქმით, სახელმწიფომ საკანონმდებლო დონზე უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი, რათა კონტროლის მექანიზმი უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

 

„ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის მოსაზრება. მე შეკითხვას ვსვამ, სად არის სტატისტიკა? რაზე დაყრდნობით საუბრობს? ჩვენ მკითხაობის ფორმით ვერ ვიტყვით რესტორნებში ჩამოსასხმელი ღვინო არის თუ არა ფალსიფიცირებული.როდესაც თემაზე საუბრობ საგანი უნდა გესმოდეს დაწყებული ვენახით, ღვინის გადამუშავებით, ადგილობრივი გაყიდვებით და ექსპორტით. ფალსიფიცირება არის რთული აღსარიცხავი, მიკვლევადობა ძალიან ძნელია, რადგან ჩვენთან მოსახლეობა დამოუკიდებლად აწარმოებს ღვინოს. ვის რამდენი აქვს ოჯახში ღვინო და ვის სად გააქვს ეს არის უკონტროლო. ვიდრე წარმოება არ მოექცევა საბუღალტრო ბადეში, ვფიქრობ ამაზე დიაგნოზის გაკეთება არის ემოციური, ეჭვისა და ვარაუდის დონეზე. კონტროლისთვის არსებობს სურსათის ეროვნული სააგენტო. მკითხაობის დონეზე მე ვერ ჩავალ სიღრმეებში. შეიძლება უკონტროლო ობიექტებზე იყოს გადაცდომა, თუ ვინმეს უნდა კერძო მესაკუთრისგან სახლიდან ყიდვა ამას ჩვენ ვერ მოვშლით. პრობლემის მოსაგვარებლად ეს უნდა იყოს საკანონდებლო დონეზე დარეგულირებული, რათა მევენახეებს უნდა შევუქმნათ  მუშობის პირობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


 

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს „შუხმან ვაინსის“ გენერალური დირექტორს ნუცა აბრამაშვილს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველა მარნის კონტროლის საშუალება არ აქვს. მისი თქმით, რესტორნებმა თავად უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას- ჰქონდეს თუ არა რესტორანში მაღალი ხარისხის პროდუქცია.

 

„რესტორნებში ჩამოსასხმელი ღვინოები მიეწოდებათ მცირე მარნებისგან და ეს არის გლეხების ხელშეწყობა,  რადგან მათი პროდუქციის რეალიზება ხდება.  რქაწითელი იყიდება იმიტომ, რომ თეთრი ღვინო მარტივად დასალევია სუფრაზე, არის უფრო იაფი და რესტორანს ურჩევნია ეს ღვინო იყიდოს.  საუბარია საბაზისო რესტორნებზე და არ არის გათვლილი მაღალი სეგმენტის რესტორნებზე, ასეთ რესტორნებში არის ძირითადად ბოთლის ღვინო. ჩამოსასხმელი ღვინის კონტროლს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში მთავრობას არ გააჩნია იმდენი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და საკონტროლო მექანიზმები, რომ ყველა მარანში შეიხედოს და ყველა ქვევრი გახსნას. რქაწითელის ფასს გადაარჩენს მხოლოდ ორი მხარე, გამყიდველი და მყიდველი, ბაზარს არეგულირებს მოთხოვნა, ვერავინ ფასზე ვერ მოახდენს გავლენას“, - ამბობს ნუცა აბრამაშვილი.

 

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელწმიფოს ამ კითხვით სურსათის ეროვნული სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ 2018- 2019 წლებში ფალსიფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აკონტროლებს ალკოჰოლური სასმელების ბაზარს, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხდება ღვინის ნიმუშების აღება და კვლევა ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. 2018- 2019 წლებში აღებულია 160 - მდე ნიმუში, საიდანაც შეუსაბამობა 14 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. კონკრეტულად, ბიზნესოპერატორს დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და სააგენტომ განახორციელა ზედამხედველობა ამოღებაზე. ფალსიფიკაციის შემთხვევებს რაც ეხება, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში საქმე შესაბამის სამართალდამცავ უწყებას გადაეცემა“,-განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ღვინის ქვეყანაში არსებითად მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი, ფაქტია, რომ მომხმარებელი რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინის მოხმარებისგან დაცული არ არის.


ბაჩო ადამია, მარიამ მორგოშია





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up