ივნისში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 82.6 მლნ ლარით შემცირდა და 436.4 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.0% იყო. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მიმოხილვაში.
თვის მიმოხილვის თანახმად, ვადაგადაცილებული სესხების 40.4% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.