პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს

access_time2020-07-14 14:00:33

საქართველოში სასტუმროს საშუალო ფასები გაიზარდა. PMCG- ის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის მაისთან შედარებით ივნისის თვეში 5 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების ფასები 2,4%-ით გაიზარდა. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 9.9 % ით იმატა.


2020 წლის მაისში, საქართველოში


  • 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა  126 ლარი შეადგინა
  • 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 214 ლარი.
  • საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 71 ლარი შეადგინა.
  • 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი მაისში 362 ლარი იყო.  


რეგიონები


თბილისში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 534 ლარი შეადგინა, კახეთში - 325 ლარი, ხოლო იმერეთში - 95 ლარი.


გურიაში, ქვემო ქართლსა და რაჭაში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები არ მდებარეობს.


ყველაზე ძვირადღირებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მაჩვენებელი შიდა ქართლში ფიქსირდება, რომლის საშუალო ფასი 330 ლარამდეა.



კვლევაში მოცემულია 3, 4 ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასები.




2020 წლის ივნისში, საქართველოში,


  • 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა  135 ლარი შეადგინა,
  • 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 223 ლარი.
  • საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 73 ლარს მიაღწია.
  • 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 322 ლარი შეადგინა.


რეგიონები

თბილისში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 471 ლარი შეადგინა,

კახეთში - 327 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 279 ლარი,

ხოლო აჭარაში 273 ლარი.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში ივნისის თვეში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 280 ლარამდე შემცირდა, მაისთან შედარებით.




კვლევიდან ჩანს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა ძირითადად  ძირითადად ფიქსირდება 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში,  კახეთში, მცხეთა- მთიანეთში, იმერეთში. საოჯახო ტიპის სასტუმროებში და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში უმეტესად სტაბილური ფასი ნარჩუნდება.


მარიამ მორგოშია






პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up