ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტმა 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო

ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტმა 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო

access_time2021-07-26 16:00:55

ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 32.3%-ით 1.323 მლრ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ივნისის ექსპორტმა 195 მლნ კვტ/სთ, მთელი 2020 წლის მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო.


გასული წლის იბნისის მსგავსად, წელსაც თბოსადგურებს თითქმის არ უმუშავიათ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 6.6 მლნ კვტ/სთ-დან 7.7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ჰიდროსადგურების კი 993 მლნ კვტ/სთ-დან 1.314 მლრდ კვტ სთ-მდე. ყველაზე მეტად - 75%-ით, 374 მლნ კვტ/სთ-დან 654 მლნ კვტ/სთ-მდე რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება გაიზარდა.



მიწოდების მსგავსად მკვეთრად - 20.8%-ით 902 მლნ კვტ/სთ-დან 1.090 მლრდ კვტ სთ-მდე გაიზარდა მოხმარებაც. ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის რეგიონებში მოხმარება უმნიშვნელოდ 1.4%-ით 362 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 13.2%-ით 231 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა თელსასის მოხმარებაც. რეკორდი კი ისევ ოკუპირებულ აფხაზეთს ეკუთვნის, სადაც მოხმარების ზრდამ 55%-ს მიაღწია და 206 მლნ კვტ/სთ შეადგინა. თუმცა იანვარ-მაისისგან განსხვავებით აფხაზეთის მოხმარება თბილისისას ჩამორჩა.


ყველაზე მეტად - 215%-ით 62 მლნ კვტ/სთ-დან 195 მლნ კვტ/სთ-მდე ივნისში ექსპორტი გაიზარდა. გასულ წელს, არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ჰესების გამომუშავება მკვეთრად შემცირდა, რამაც ექსპორტი 15 წლისნ მინიმუმზე - 154 მლნ კვტ/სთ-ზე დაიყვანა. გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტისგან შემოსავლის სახლით $7.8 მლნ მიიღო, წელს პირველ 6 თვეში - $11 მლნ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up