ივნის-ივლისში სავარაუდოდ, ეკონომიკა ისევ ორნიშნა მაჩვენებლით შემცირდება

ივნის-ივლისში სავარაუდოდ, ეკონომიკა ისევ ორნიშნა მაჩვენებლით შემცირდება

access_time2020-06-30 17:00:23

საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13,5%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ხუთი თვეში 5,4 პროცენტით შემცირდა.


„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ივნისი-ივლისში ცოტა უკეთესი სიტუაცია იქნება, თუმცა ორნიშნა უარყოფითი ზრდა მაინც დაფიქსირდება, რადგან ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერებულია.


„13,5%-იან ვარდნაზე ნაკლების მოლოდინი მქონდა, დაახლოებით 10%-ს ვვარაუდობდი, თუმცა ეს შედეგი ყველასთვის გასაგებმა მიზზებმა გამოიწვია. დიდწილად ტურიზმზე ვართ დამოკიდებული, მაისში კი საერთაშორისო ვიზიტორების მხოლოდ 6% არის შემოსული და ისიც ტურისტული მიზნით არა. სავაჭრო  ბრუნვა, სამშენებლო ბიზნესი, ექსპორტ-იმპორტი, რეექსპორტი და ზოგადად ყველაფერი შემცირებულია, თუმცა ეკონომიკაზე უარყოფითად ძირითადად მაინც ტურიზმი აისახა. მაისის მეორე ნახევარში საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციების გახსნა დაიწყო, თუმცა ბევრი შეზღუდვით და რეგულაციებით. ცხადია, ივნისი-ივლისში ცოტა უკეთესი სიტუაცია გვექნება, მაგრამ ალბათ მაინც ორნიშნა უარყოფითი ზრდა დაფიქსირდება, რადგან ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერებული იქნება. ევროპამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანა, მაგრამ ახლა ჯერი ჩვენზეა თუ რამდენად დროულად, თუმცა ფრთხილად გავიხსნებით. წლის განმავლობაში, ჩემი მოლოდინით ეკონომიკის შემცირება 5%-ზე მეტი იქნება, 4%-იანი ვარდნა რაც დეკლარირებული გვაქვს, ეს პროგნოზი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან 15 აპრილს გაკეთდა, თუმცა შემდეგ მსოფლიო სავალუტო ფონდმა  პროგნოზი 1.9 პროცენტული პუნქტით გააუარესა და დაახლოებით ამდენით შემცირდება საქართველოშიც. წლევანდელ წელს პირველი 5 თვის ოფიციალური სტატისტიკით ეკონომიკური ვარდნა 5%-ს გასცდა, ამიტომ მოლოდინები უფრო ნეგატიურია, ვიდრე ადრე“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.


საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.



„საქონლის ექსპორტი 2020 წლის მაისში შემცირებულია დაახლოებით 30 პროცენტით და 235 მილიონი დოლარი შეადგინა. 35 პროცენტითაა შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. 2020 წლის მაისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3200-მდე ახალი საწარმო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 33 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 5.4 მლრდ ლარია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.2 პროცენტით ჩამორჩება“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.


რაც შეეხება სექტორულ ანალიზს, საქსტატის ხელმძღვანელის ცნობით, მშენებლობის დარგში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით.


ნინო თამაზაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up