ივლისში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი  გაიზარდა

ივლისში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი გაიზარდა

access_time2017-08-04 16:28:57

ზედიზედ მესამე თვეა, სურსათზე გლობალური ფასები იზრდება, რასად მარცვლეულის, შაქრისა და რძის პროდუქტის გაძვირებაგანაპირობებს.

 

FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეულ ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. ივლისის თვეში ინდექსმა 179.1 ქულა შეადგინა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის იანვრის შემდეგ და 2.3 პროცენტით მეტია ივნისის ინდექსზე.

 

FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 5.1 პროცენტით გაიზარდა ივლისის თვეში.ინდექსი თანაბრად მზარდი იყო ბოლო 3 თვის მანძილზე და შესაბამისად იზრდებოდა ხორბლისა და ბრინჯის ფასებიც. ხორბლის ღირებულება ყველაზე საგრძნობლად ივლისში გაიზარდა, რაც განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკაში ცხელმა და მშრალმა გაზაფხულმა, ბრინჯის ფასზე კი არატენიანმა ამინდებმა იმოქმედა. ამავდროულად, სიმინდის ფასი სტაბილური დარჩა.

 


FAO-ს რძის ფასის ინდექსმა გასულ თვეში 3.6 პროცენტით მოიმატა, რაც კარაქზე, ყველსა და რძის ფხვნილზე გაზრდილმა ფასმა განაპირობა. კარაქის ვიწრო საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისმა ფასმა მაღალ ნიშნულს მიაღწია, რამაც გაზარდა ფასთა სხვაობა კარაქსა და რძის სხვა პროდუქტებს შორის.

 

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი ივლისში 5.2 პროცენტით გაიზარდა და პირველი გაძვირება დააფიქსირა იანვრის შემდეგ. ამის ძირითადი მიზეზი ბრაზილიაში ფასების მატება გახდა. მიუხედავად ფასის ინდექსის გაზრდისა, შაქრის ფასი ივლისში მაინც 26%-ით ნაკლები იყო 2016 წლის ივლისთან შედარებით.

 

FAO-ს მცენარეული ფასის ინდექსი1.1 პროცენტით დაეცა და 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე შეჩერდა. რაც შეეხება FAO-ს ხორცის ფასის ინდექსს, ის უცვლელი დარჩა. ცხვრის ფასის მატებამ, მსხვილფეხა პირუტყვზე, ღორებსა და შინაურ ფრინველებზე შემცირებული ფასები დააბალანსა.

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up