ექსპორტი აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით, 2019 წლის ივლისთან შედარებით კი 21%-ით $391 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელების.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 7 თვეში ექსპორტი 27.8%-ით $2.276 მლრდ-მდე, იმპორტი 19.3%-ით $5.209 მლრდ-მდე, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 21.8%-ით $7.485 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი ჯამური ბრუნვის 39.2% - $2.934 მლრდ შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.