ივლისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.9% შეადგინა, აპრილიდან მოყოლებული ეს პირველი შემთხვევაა როცა, ზრდის ტემპი ერთნიშნაა. ჯამში იანვარ-ივლისში ეკონომიკა სულ 12.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
ივლისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 11.9%-ით და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 15.1%-ით გაიზარდა.
შვიდ თვეში საგარეო ვაჭრობის მოცულობა 21.7%-ით $7.482 მლრდ-მდე, საიდანაც გაიზარდა. ექსპორტის ზრდის ტემპმა 27.8%-ს მიაღწია - $2.276 მლრდ, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 19.3%-ს $5.206 მლრდ.
ივლისში სულ 4270 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი ჯამში 26.5%-ით 9.291 მლრდ ლარამდე გაიზარდა.