ივლისსა და აგვისტოში საქართველომ ტურიზმის სფეროდან $100 მილიონზე მეტი დაკარგა

ივლისსა და აგვისტოში საქართველომ ტურიზმის სფეროდან $100 მილიონზე მეტი დაკარგა

access_time2019-10-09 09:30:28

2019 წლის ივლისსა და აგვისტოში ტურიზმის სფეროში საქართველოს დანაკლისმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“განაცხადა.

 

მისი თქმით, ივლისში საქართველომ 57, აგვისტოში კი 56 მილიონი დოლარი დაკარგა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაკლისმა 0,4% შეადგინა.

 

ამის მიზეზად ქვრივიშვილმა რუსეთიდან ავიაფრენების შეწყვეტა დაასახელა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წილი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში იზრდება, რაც პოზიციურ ტენდენციას წარმოადგენს. მისივე თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია ძირითადად ევროპის ქვეყნებზეა მიმართული.

 


გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა კი იმაზე ისაუბრა თუ როგორ გადანაწილდება 2020 წლის ბიუჯეტში ტურისტული პოტენციალის განვითარების გასაუმჯობესებლად გამოყოფილი 115 მილიონი ლარი. მისი თქმით ეს ფინანსური რესურსი საიმიჯო კამპანიებზე, სამეწარმეო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებზე, მცირე სასტუმროების დაფინანსებაზე და მათი მფლობელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დაიხარჯება. კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სამთო კურორტების განვითარება დასახელდა.

 

საქსტატისა და ეროვნული ბანკის დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.5 მილიარდ დოლარი (ზრდა +7%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 95 მილიონით მეტია.

 

Imedinews.ge





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up