ივლისის მეოთხე კვირას, ზრდის ტემპი შენელდა ორივე ძირითადი ანალიტიკური მაჩვენებლის - ახალი გაცემული იპოთეკური სესხებისა და თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციებისთვის, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ აღდგენის დინამიკაში.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2022 წლის 1-31 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და -0.2% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.
იმავდროულად, 1-30 ივლისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა და +17%-ს გაუტოლდა წ/წ.
იმავდროულად, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, მზარდია. 1-30 ივლისის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის დონეს 65%-ით აჭარბებს.
ივლისში სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდამ 31% შეადგინა 2021 წელთან შედარებით. • სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა მცირედით გაუმჯობესდა და +1%-ს გაუტოლდა წ/წ.