სატყეო სამსახურის მიერ  სოფელ ზემო ხოდაშენში განხორციელებულ ხეების გეგმიურ ჭრას  მოსახლეობა  აპროტესტებს

სატყეო სამსახურის მიერ სოფელ ზემო ხოდაშენში განხორციელებულ ხეების გეგმიურ ჭრას მოსახლეობა აპროტესტებს

access_time2019-08-30 15:30:07

„90-იან წლებში თელავის ტყის მასივი მთლიანად გავანადგურეთ, იმიტომ რომ იცით რა პირობებშიც ვცხოვრობდით.  ახმეტის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტყის მასივი და ახლა ამას ვანადგურებთ.  თუ ამ ყველაფრის რეგულირება არ მოხდა ,   დიდი კატასტროფის წინაშე დავდგებით. ივანიშვილს რომ თავის დროზე დაპირება შეესრულებინა და გაზი გაეიაფებინა, ეს ლეგალური ეკოციდი აღარ გვექნებოდა,“ - ამბობს ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი, რომელმაც ახმეტის რაიონში მოჭრილი ხეების სასაწყობე ტერიტორიის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ერთერთი მთავარი გულისტკივილია ამ მხარეში ხეების დიდი რაოდენობით ჭრა.



„ეს ვიდეომასალა არის სოფელ ზემო ხოდაშენში გადაღებული, ღვინის ქარხანა ბადაგონიდან“ მაქსიმუმ 1 კილომეტრში. ამ ხეებზე სწორი ინფორმაცია ვერავინ მომცა. სოფლის მოსახლეობამ გამაგებინა, რომ ძალიან არიან შეწუხებულები,  იქ სამასალე მორებიც იყო, არა მხოლოდ შეშა.  სოფლის მოსახლეობის თქმით, აქ   ხეები სისტემატიურად იჭრება და თან ძალიან დიდი რაოდენობით.   ვერ დავადგინეთ ვინ ჭრის. შეიძლება კანონიერად იჭრება, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტყე მაინც ნადგურდება, - ამბობს „კომერსანტთან“ ინტერვიუში ნიკა ვარდოშვილი.



რამდენად ხშირად იჭრება ამ რეგიონში ხეები უკანონოდ, კონტროლის რა მექანიზმები არსებობს უკანონო ჭრის წინააღმდეგ და კანონიერი მოჭრის ფაქტები რამდენად უქმნის საფრთხეს ეკოსისტემას - ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ კახეთის სატყეო სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ახმეტის რაიონში, ხეების მოჭრის ზემოთ ხსენებული კონკრეტული შემთხვევა სპეციალური ჭრის კატეგორიას განეკუთვნება და ყველაფერი კანონმდებლობის დაცვით ხდება.


„ზემო ხოდაშენზე ხეების მოჭრის ფაქტები, რაზეც მოსახლეობა ჩივის , კანონმდებლობით  სრულად არის დაცული.  ეს არის სპეციალური ჭრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვნახულობთ ტყეს და ვარჩევთ მოსაჭრელ ხეებს. გათვალისწინებულია ტყის ასაკი, სიხშირე, ამის შემდეგ ვაკეთებთ საკვლევებს და გაგვაქვს ტენდერზე.  ვინც იქნება გამარჯვებული ამ ტენდერში,  შედის და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ დანომრილ ხეებს ჭრის, რომელიც შერჩეულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის - სკოლები, ბაღები, მუნიციპალური ადგილები, მუსიკალური სასწავლებლები, სახანძროები, საგუშაგოები და ა.შ.  კახეთის რაიონში ყოველი წლის ბოლოს მომავლი წლისთვის ასეთ საბიუჯეტო დაწესებულებებში შესატანი შეშის რაოდენობას ვგეგმავთ.  მაგალითად, წელს მოთხოვნა არის დაახლოებით 9000 კუბური მეტრი შეშის მიწოდებაზე. ასე რომ, ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით ხდება ამ ტყის ათვისება.  ზემო ხოდაშენზე წინა წლებში არ იყო ტყის მოჭრის ფაქტები და ეტყობა მოსახლეობას  წელს თვალში მოხვდა მოჭრილი ხეები. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი დასაწყობების ადგილი, ტყიდან ჩამოგვაქვს შეშა და იქიდან ძირითადად მარაგდება თელავი, ახმეტის რაიონი და  პანკისი მთლიანად.



რაც შეეხება ტყის მასივისთვის მიყენებულ ზიანს - კახეთის ტყეებს აქვთ თვითაღდგენის უნიკალური თვისება.  ანუ ძველი გადაბერებული ხე უნდა მოიჭრას, რათა ახალი გაიზარდოს. ამას კახეთის სატყეო სამსახურის მეტყევე სპეციალისტები არჩევენ,“- ამბობს კახეთის სატყეო სამსახურის უფროსი გელა კომლაძე




კახეთის სატყეო სამსახურს კითხვა უკანონო ჭრის შემთხვევებზეც დავუსვით. კითხვაზე    რამდენად პრობლემატურია ამ მიმართულებით კახეთის რეგიონი,  ამასთან დაკავშირებით გელა კომლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში ხის უკანონო მოჭრის საკმაოდ ბევრი ფაქტია და არც კახეთია გამონაკლისი, თუმცა 2020 წლიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც ამ ყველაფერს მინიმუმამდე დაიყვანს.  



„ეს პრობლემა მთელს საქართველოში დგას. საჭირო ბერკეტი უკანონო ჭრის  აღმოსაფხვრელად ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ მომავლი წლიდან ტყის დაცვა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს დაევალება. რაც შეეხება იმას თუ რატომ იჭრება, შემიძლია გითხრათ, რომ კახეთის მაღალმთიან რეგიონებზე 15 კუბური მეტრი შეშის მიწოდება არის გათვალისწინებული, დაბალმთიანებზე კი 7 კუბური მეტრი.  მაშასადამე ვერავინ იტყვის, რომ ვიღაცას შეშა უნდა და ვერ მარაგდება საკმარისად.  გააჩნია, ვინ როგორ მოიხმარს.


როგორც გელა კომლაძე აცხადებს,  უკანონოდ ხის მოჭრაზე შესაძლოა ჯარიმების ნაცვლად  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.

დღევანდელი კანონმდებლობით ჯარიმები 500 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე აღწევს. 



კახეთის რეგიონში სპეციალური მოჭრის პრინციპით  ძირითადად რცხილა და წიფელის ხეები იჭრება. როგორც ცნობილია, ამ რეგიონში 320 ათას ჰექტარზეა გავრცელებული ტყის მასივი.   



ახალი რეფორმა, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან განიხილება ამჟამად  პარლამენტისგან დამტკიცებას ელოდება. 2020 წლიდან მისი ძალაში შესვლის შემდგომ, ტყეში მხოლოდ სატყეო სამსახურის წარმომადგენლები დაიშვებიან და მათ მიერ მოხდება ხის შერჩევა-მოჭრა და დამზადება, ხოლო დაინტერესებულ პირს  შეშის შეძენა მათი მეშვეობით შეეძლბა.

 

მარიამ მორგოშია

 





„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up