"ივანიშვილს ალბათ იმედი აქვს, რომ მისი დანაპირები ხალხს გადაავიწყდებოდა" - ნიკა ჩიტაძე

access_time2019-03-18 23:45:26

"გაერთიანებული ოპოზიციას გეგმებზე ვერ ვისაუბრებ და არც ის ვიცი ვის კანდიდატურას დააყენებს ზუგდიდში მერის არჩევნებზე, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ არჩევანი ნიკა მელიაზე შეჩერდეს"- აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე,

 

-: 20 ოპოზიციური პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. თუმცა, გაერთიანებული ოპოზიცია არც ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.

 

ნიკა ჩიტაძე: ფაქტია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია აქტიურდება და ვფიქრობ, რომ ყველა პროდასავლური ძალა უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად.

 

ჩემი აზრით, ვადამდელ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი არის ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" თანახმაა არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს ჩატარდეს, ვფიქრობ, რომ არჩევნები პროპორციული სისეტემით 2020 წელს უნდა ჩატარდეს და მომავალ პარლამენტში სხვადასხვა პარტიები იყოს წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

 

გარდა ხელმოწერების შეგროვებისა, აუცილებელია სამომვალო მიზნების გაცნობის კუთხით მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები.

 

-  გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატები იქნებიან ნიკა მელია და სანდრა რულოვსი. თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსები აქვს ოპოზიციას 2019 წლის მაისში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში?

 

ნიკა ჩიტაძე: გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ და არც ის ვიცი ვის კანდიდატურას დაასახელებენ ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსის თუ ნიკა მელიას, ალაბთ უფრო ნიკა მელიას.

 

სანდრა რულოვსი ჩართული კი არის საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ ნაკლებად პოლიტიკურ პროცესებში.

 

რა თქმა უნდა, გაერთიანეული ოპოზიციის კანდიდატს მეტი შესაძლებლობები აქვს, განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც "ნაციონალურ მოძრაობის" რეიტინგი მაღალია.

 

ასე რომ, შესაძლებლობა არსებობს და ეს შუალედური არჩევნები გამოაჩენს ასევე გამარჯვების რა შანსები აქვს ოპოზიციას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

 

-: ოპოზიციის ამ ერთობის ფონზე რა პერსპექტივა აქვს "ოცნებას"?

 

ნიკა ჩიტაძე: "ოცნებაში" რადიკალურ ცვლილებებს არ ველი და ეს ცვლილებებიც "ოცნებისთვის" დადებითი მიმართულებით ვერ წავა, თუ ქვეყანაში ისევ შენარჩუნდება არაფორმალური მმართველობა და მართვის იგივე სისტემა.

 

რაც შეეხება მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს, რადიკალური ცვლილებები არ იქნება, მთლიანად მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვლება. ივანიშვილს კი, რომელმაც პასუხისმგებობა აიღო, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა, ალბათ იმის იმედი აქვს, რომ ხალხს მისი დანაპირები გადაავიწყდებოდა...

 

წყარო: რეზონანსი





რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს

რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად - ბიზნესი ტრამპის მესიჯებს აფასებს
access_time2020-05-28 10:00:28
„ჩვენი ამბიციები გაცილებით დიდია,  ვიდრე ჩვენი ეკონომიკის ზომა.  რატომღაც გვგონია, რომ მთელი მსოფლიოს დიდი  კომპანიები უნდა შეიკრიბონ და გამოვარდნენ საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად.  თითებზე ჩამოსათვლელია სერიოზული კომპანიების რიცხვი, ვინც  საქართველოში უკვე შემოვიდა. იმიტომ, რომ არ ვართ საინტერესო მათთვის - ვართ პატარა შესაძლებლობების, პატარა ქვეყანა , ენერგიის წყარო არ გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შევძელით იყო ის, რომ დიდ...

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“ „ქართული ხორცის კომპანიამ“ შეიძინა

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითი“   „ქართული ხორცის კომპანიამ“  შეიძინა
access_time2020-05-28 10:50:23
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იბერმითს“   ახალი მფლობელი ჰყავს. საუბარია, „ქართული ხორცის კომპანიაზე“. როგორც ცნობილია, კომპანიას ფინანსური პრობლემები 2016  წელს შეექმნა, რის გამოც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „იბერმით ჰოლდინგის“ ქონება აუქციონზეც გაიტანა. თუმცა, შემდეგ აუქციონი იმ პირობით გაუქმდა, რომ კომპანია დაგროვილი ვალების ეტაპობრივად გადახდას შეძლებდა. საბოლოოდ, ნატახტრის ქარხანა ბანკების ხელში აღმოჩნდა. გასული წლის ნოემბერში კი ობიექტი...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...


მსგავსი სიახლეები

up