ივანიშვილმა სასამართლოზე Credit Suisse  „შოკისმომგვრელ“ მოპყრობაში დაადანაშაულა

ივანიშვილმა სასამართლოზე Credit Suisse „შოკისმომგვრელ“ მოპყრობაში დაადანაშაულა

access_time2021-11-18 17:05:35

Bloomberg-ის ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება, თარჯიმნის მეშვეობით, საქართველოდან მისცა. გამოცემა წერს, რომ შვეიცარიული ბანკის საქმეზე 2019 წლის ბოლოს Bloomberg-თან ინტერვიუს შემდეგ, ეს ივანიშვილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო. 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების დამფუძნებელი Credit Suisse Life-ს ბერმუდის განყოფილებას ადანაშაულებს, რომ თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა და აღმოფხვრა ვერ შეძლო, რის გამოც, მილიარდერმა $400-მილიონიანი დაკარგა.

 

ივანიშვილი ბანკს უკვე წლებია სხვადასხვა სასამართლოს მეშვეობით ედავება. ბერმუდის სასამართლომ საქმის მორიგი განხილვა 15 ნოემბერს დაიწყო.

 

გუშინდელ ჩართვაში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ მის მიმართ მოპყრობა ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე შეხვედრია.

 

„ისეთი უხეშობები, რაც განვიცადე Credit Suisse-თან ურთიერთობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია. მე არასოდეს მინახავს, რომ კლიენტს სხვაგან ასე ცუდად ეპყრობოდნენ. ეს იყო ისეთი მასშტაბის შოკი, რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა.

 

ჩემი გამოცდილებით, რაც ბანკებთან თანამშრომლობით ან ბანკების მფლობელობაში მიმიღია, მსგავსი რამ, რაც მოხდა Credit Suisse-ში არასდროს მინახავს“,- თქვა ივანიშვილმა.


 

ადვოკატმა ივანიშვილს ჰკითხა, რატომ უპასუხა მის ერთ-ერთ შეკითხვას, იქამდე სანამ ის ქართულად ითარგმნებოდა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ არ მალავს ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობას, რომელსაც მოგზაურობისთვის და მარტივი საუბრებისთვის იყენებს, თუმცა წინა კითხვას მაინც პასუხობდა.

 

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციის ჩადება ბანკში, რომელთანაც არასდროს ჰქონია შეხება, ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ნდობისა და რეპუტაციის საკითხია და ის კომპანიის სახელს ენდო.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

 

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. 

 

16 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ბანკის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც ეკისრება.

 

ივანიშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას დღესაც განაგრძობს. დღეს და ხვალ მისი ბიზნეს-მრჩევლის გამოკითხვაც იგეგმება. CS Life-ის ხელმძღვანელი პირები ჩვენებას მომავალ კვირას მისცემენ.

 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ უმდიდრესი ქართველია. მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს უსწრებდა, ამჟამად $6.06 მილიარდით სიის 491-ე ადგილს იკავებს, ბიძინა ივანიშვილი კი $6.10 მილიარდით 487-ე ადგილზეა.

 

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვა. ქართული მედია ცდილობს დაადგინოს, იმყოფება თუ არა ოლიგარქი საქართველოში.


წყარო : businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up