“ივანიშვილმა ფული უნდა გაიღოს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის” - ძაბირაძე

“ივანიშვილმა ფული უნდა გაიღოს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის” - ძაბირაძე

access_time2018-10-31 23:18:03

"მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვება დამოკიდებლი იქნება იმაზე, რამდენად მზარდი იქნება მათი ელექტორატი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, შეიძლება მეორე ტურში ხმა მისცეს ამომრჩეველთა იმ ნაწილმაც, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა, მაგრამ კვლავ "ოცნების" ერთგულია და სხვაგან არ წასულა."

 

ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნების მეორ ტურის მოსალოდნელ შედეგებზე გაესაუბრა.

 

"რეზონანსი" ხელისუფლება მეორე ტურისთვის იმედიანადაა და ამბობს, რომ ერთსულოვნებას შეძლებს, "ნაცმოძრაობა" კი გამარჯვებას უკვე ზეიმობს. თქვენ რა პროგნოზს გააკეთებდით, გამარჯვების რა შანსები აქვს ზურაბიშვილს და ვაშაძეს?

 

ვახტანგ ძაბირაძე: მათემატიკური გათვლებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვაშაძემ რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს დამატებით 200 ათასი ამომრჩეველია საჭირო, ანუ მილიონ რვაასი ათასი ხმა უნდა მიიღოს. მაგრამ, რამდენად მზარდი იქნება მეორე ტურისთვის მათი ელექტორატი, არ ვიცი, რადგან რესურსი რომ ზრდა იყოს, ამის არ არის. ესეც არითმეტიკულ ჯამში არის.

 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას შეიძლება იმ ამომრჩევლის ხმები დაემატოს, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა, მაგრამ დღესაც "ოცნების" ერთგულია და სხვაგან არ წასულა.

 

არის მეორე მოტივიც, თუ ადრე ამომრჩეველი ფიქრობდა, რომ თუ "ოცნების" ხელისუფლებას ხმას არ მოვცემ "ნაცონალები" დაბრუნდებიანო, დღეს ეს რეალობად იქცა და ამომრჩეველი ამ რეალობის წინაშე დადგება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტორმა კარგად იმუშაოს.

 


"რ": თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვებას პროგნოზირებს და დიდი ალბათობით არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი თუ გახდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და "ოცნება" უბრალოდ ჩამოიშლება...

 

ვ.ძ: საპარალმენტო არჩევნების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის არც მოქმედი რედაქციით ჰქონდა და მითუფრო ახალი რედაქციით მას ამის უფლება არ ექნება.

 

საპარლამენტო რესპულიკაში ასე არ არის. პრეზიდენტი თავისი სურვილით ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაშინ ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია უნდა შეიქმნას.

 

"რ": თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება, დარჩენილ დროში თავის სასარგებოდ შეცვალოს არჩევნების სურათი?

 

ვ.ძ: ასეთ შედეგს არავინ ელოდა, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ოპოზიციას ეს შედეგი უზრდის მოტივაციას შეცვალოს ხელისუფლება. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხვეწნა- მუდარას ხალხი არ გაჰყვა, თანაც ვინც ეს საარჩვნო კამპანია დაგეგმა შედეგიანი ვერ აღმოჩნდა.

 

ამიტომ, ახლა სასწრაფოდ უნდა გაანალიზონ და განსაჯონ ყველაფერი, მაგრამ ეს სამუშაო რომ აწრმოოს, ასეთი გუნდი "ოცნებაში" არ მეგულება.

 

ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ფული უნდა ამოიღოს, მგონი ცოტა კიდევ აქვს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის.

 

ეგზიტპოლები მაინც ჩაატარებინონ კომპეტენტურ კომპანიას.

 

რაც შეეხება აქვს თუ არა შანსი "ოცნებამ" ეს არჩევნები მოიგოს, ამის თეორიული შანსი არის. რამდენად შეძლებს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ შეცვალოს სურათი, ვერ გეტყვით, რადგან ერთ თვეში ალბათ ძნელია.

 

 

წყარო: რეზონანსი




საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...


მსგავსი სიახლეები

up