ივანიშვილისთვის ერთადერთი შანსი პრემიერად დაბრუნება და პასუხისმგებლობის აღებაა - ხუხაშვილი

ივანიშვილისთვის ერთადერთი შანსი პრემიერად დაბრუნება და პასუხისმგებლობის აღებაა - ხუხაშვილი

access_time2020-01-22 18:00:32

„ეს არის მისი (ივანიშვილის) ერთადერთი შანსი, რომ დაბრუნდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და ვითარება დაასტაბილუროს. რას იზამს, არ ვიცი, თვითონ გადაწყვიტოს, - ასე აფასებს „რეზონანსთან ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზე ბოლო დღეებში გავრცელებულ ხმებს.


ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, რაც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისი განცხადებით გარკვეულწილად დაადასტურა კიდევაც. მან ჟურნალისტებს ურჩია „ფინალურ სერიას დაელოდონ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი შესაძლოა კვლავ ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ. ამასთან, იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან წასვლას აანონსებს. თეა წულიკიანმა 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ სულ რამდენიმე თვე დარჩა მისი და მისივე გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა.


„რეზონანსი: უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფა იგეგმება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ეს ნაბიჯი?


გია ხუხაშვილი: საერთოდ „სახლობანას თამაში აუტანელია, როდესაც რაღაც პერსონალური, პოლიტიკური კონიუქტურის გამო, რაღაცას შლიან და აწყობენ. ბავშვები თამაშობენ ასე კუბიკებით. ხელისუფლებაში სამინისტროს სახით ასეთი რგოლის არსებობა ჩემთვის არ არის მისაღები. კულტურა შემოქმედების, თავისუფლების სფეროა. შესაძლოა იყოს კულტურის სააგენტო, თუ პოპულარიზაციაზე და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზეა საუბარი, მაგრამ ამ სფეროს მინისტრის რანგი არ სჭირდება. კულტურის მოღვაწეები თვითონ მიხედავენ თავის თავს.


თუ ხელისუფლებას რაიმე სოციალური ვალდებულებები უნდა აიღოს, სავსებით საკმაირისია ამისათვის დამოუკიდებელი სააგენტოს დონე, არა რომელიმე სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომ იერარქია კიდევ უფრო გაიზარდოს, არამედ დამოუკიდებელი რგოლი შეიძლება არსებობდეს. სამინისტრო კულტურისთვის ტრაგი-კომიკურად ჟღერს.


თვითონ გააერთიანეს, შემდეგ დაშალეს. მერე კიდევ ვიღაც ახალი მოვა, ახალ სიგიჟეს დააბრეხვებს, ისევ გააერთიანებენ. თამაშია ყველაფერი. როგორ შეიძლება ამით ქულები დაიწერო.



„რ: პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლოა დაბრუნებაზე რა აზრის ხართ?


გ.ხ: ეს არის მისი (ივანიშვილის) ერთადერთი შანსი, რომ დაბრუნდეს, აიღოს პასუხისმგებლობა და ვითარება დაასტაბილუროს. რას იზამს, არ ვიცი, თვითონ გადაწყვიტოს.


„რ: და, წინასაარჩევნოდ ეს „ქართულ ოცნებას რას მოუტანს?


გ.ხ: შედეგის მომცემი იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თეორიულ შანს მიიღებს როგორც ქვეყანა, ასევე ივანიშვილიც, რაღაც შანსი მიეცემა, რომ ეს ქარიშხალი გადაიტანოს


„რ: პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს. ეს იმის ფონზე, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად, პარლამენტის შენობის პიკეტების განახლება დააანონსა. როგორ ფიქრობთ, სარეაბილიტაციო სამუშაოების წამოწყება უკავშირდება თუ არა მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს?


გ.ხ: როგორც ყოველთვის ეს ნაბიჯიც ხელისუფლების მხრიდან არის მაზოხიზმის გამოვლინება, როდესაც პოლიტიკურად „ჭკვიანურ, „ტაქტიკურ ქმედებას წამოიწყებენ და სინამდვილეში ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ.


სარეაბილიტაციო სამუშაოები ოპოზიციას გაუდვილებს მოედნის შევსების ამოცანას. თუ ადრე იძულებული იყვნენ ტროტუარზე მდგარიყვნენ, რადგან მოედანს ვერ ავსებდნენ, ახლა ძალიან მარტივად, პირველივე აქციაზე გზა გადაიკეტება და ამით მათი აქციების მნიშვნელობაც გაიზრდება. ეს არის სისულელე, ვითომ „ჭკვიანების მოფიქრებული, სინამდვილეში აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯია.


გაზეთი „რეზონანსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up