ივანიშვილის მზადყოფნას სამების მოხატვა სრულად დააფინანსოს მმართველ გუნდში არჩევნებს არ უკავშირებენ

ივანიშვილის მზადყოფნას სამების მოხატვა სრულად დააფინანსოს მმართველ გუნდში არჩევნებს არ უკავშირებენ

access_time2019-04-11 23:10:05

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი მზადაა სამების მოხატვა სრულად დააფინანსოს, მმართველ გუნდში შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივების დაკავშირება საარჩევნო თემატიკასთან დიდი უსამართლობაა.


"არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის პრაქტიკულად ყოველ წელს. ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილებები, რომ მომავალში ეს რეალობა შეიცვალოს და ყოველწლიურად არ იყოს ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში. რაც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ, რომ საქმეები, რომელიც ქვეყანაში კეთდება შესაძლოა, არჩევნებს რაიმე სახით უკავშირდებოდეს, არ ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ საქმე და შევაჩეროთ განვითარების პროცესი ქვეყანაში. როდესაც ვსაუბრობთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივებზე დღეს და არჩევნები არის წელიწადნახევარში, 2020 წელს, ეს ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, მსგავს პროექტებზე ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი ლარი აქვს დახარჯული, რომელიც, თბილისის მერის განცხადებით, ოფიციალურად დამტკიცებულია.



„სამეგრელოში ჩავიდა, მაშინვე არჩევნებს დაუკავშირეს. 2005 წლიდან, 2019 წლამდე მხოლოდ სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში, დაახლოებით 17 მილიონი ლარის საქველმოქმედო პროექტებია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. სამეგრელოში დაახლოებით, 30 მილიონი აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“.

მესმის, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს არ უყვარდეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ გაკეთებულ სიკეთეებზე, ავუხსნათ საზოგადოებას. ეს სირცხვილი არ არის, პირიქით, ყველას უნდა ვუთხრათ, რამდენი რაღაც კეთდება, რომ სიკეთე იყოს გადამდები. კაცს სამება აქვს აშენებული და მისი მოხატვა თუ გადაწყვიტა, ეს რა პრობლემაა. უკვე ისე იხატება ყველაფერი, სიკეთის კეთებაც რაღაც დანაშაულად გამოგყავთ. მგონია, ასეთი ადამიანები მეტი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა კახა კალაძემ.


საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up