ივანიშვილის მიერ პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშებას ერთადერთი მიზანი აქვს - კახა ოქრიაშვილი

ივანიშვილის მიერ პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშებას ერთადერთი მიზანი აქვს - კახა ოქრიაშვილი

access_time2022-07-28 17:04:14

ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური „აფერისტობაა“, - აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე - ეკონომიკაზე, უნდა საუბრობდეს, რადგან სწორედ მართველი ძალის პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. 


„რაში სჭირდება ბატონ ივანიშვილს პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშება?! მას ერთადერთი მიზანი აქვს - გადაიტანოს ჩვენი მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან აბსურდის თეატრისკენ  და ხალხი ვირტუალურ, გამოგონილ რეალობაში აცხოვროს. ამით სურთ, რომ  გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და არჩევნებზე, მორიგ ჯერზე დააშინონ, მოისყიდონ და მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.



დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე უნდა საუბრობდეს, მათ შორის განსაკუთრებით, მმართველი პარტია, რადგან მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ერთადერთი საკითხია საქართველოს ეკონომიკა. 2012 წლიდან, „ოცნებისთვის“  მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო და დღესაც უნდა იყოს - როგორ გაზარდოს ეკონომიკა ყოველწლიურად, მინიმუმ 10 %-ით და როგორ შეუწყოს ხელი მეწარმეებს, შექმნან სამუშაო ადგილები ღირსეული, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად მინიმუმ 1000-1500 $-იანი ანაზღაურებით. რადგან ეს მთავარი ამოცანა 10 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა, ამიტომაც გვაცხოვრებენ პოლიტიკური აბსურდის თეატრში.


საკმარისია - აბსურდის თეატრით ვეღარ მოგვატყუებთ!“, - განმარტავს ოქრიაშვილი. 

(NS)




ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up