ჩართული ტაიმერი - თვე მესამე

ჩართული ტაიმერი - თვე მესამე

access_time2019-03-04 11:00:58

ჩართული ტაიმერი - თვე მესამე


საპრეზიდენტო არჩევნებიდან 3 თვის თავზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 წლის და 4 თვის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.


მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობის გამო ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კითხვის ნიშანიც დაუსვეს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ რღვევას დემოკრატიული საფუძვლები ედოს, თუნდაც, ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დადებული პირობაც რომ გავიხსენოთ:


“ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში..,” - თქვა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად „ოცნების“ ძველ გვარდიას გვერდში დადგომა სთხოვა, მოსახლეობას კი პირობა მისცა, რომ მომდევნო ერთ წელიწადში ქვეყნის მთავარი პრობლემის (სიღარიბის) მოსაგვარებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.


„რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდების შეცვლის ცდუნება არავის უნდა გაუჩნდეს... ერთ წელიწადში შედეგი უნდა მივიღოთ მარტივი, კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება — ბიუროკრატია, რომელიც, პირველ რიგში, თავად იცავს თამაშის წესებს და შემდეგ ითხოვს სხვებისგან და, რაც მთავარია, ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკე, ეს უნდა გამთლიანდეს,“— ესეც ივანიშვილმა განაცხადა იმავე დღეს - 2018 წლის 20 ნოემბერს და ერთწლიანი ტაიმერიც ჩართო


შედეგებს კი ყოველ თვე „კომერსანტი“ ითვლის - თვე მესამე


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული უვადო მოსამართლეების განხილვის საკითხი, რომელიც უმრავლესობაში განხეთქილების მიზეზი იანვარშივე გახდა, ისევ ღიად რჩება თემა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯერ გაურკვეველი ვადით შეაჩერა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს ფარგლებს ააცილა და საზოგადეობრივი მსჯელობის საგნად აქცია. მოგებულ დროში კი საპარლამენტო უმრავლესობამ ძველი გვარდიის წარმომადგენლების მიერ (ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი) შემუშავებული კანონპროექტი საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ, პირველი მოსმენით ჩააგდო - როგორც მოგვიანებით დადასტურდა, „უცნობი ადრესატისგან“ მიღებული ესემეს შეტყობინებით მითითების საფუძველზე.


ამ ფაქტს მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჯერ კიდევ იანვარში გადამდგარი ეკა ბესელიას „ქართული ოცნებიდან“ წასვლა, მას მიჰყვა ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე.



„რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ ნაციონალიზაციის პროცესი როგორც პერსონალურ, ისე ღირებულებით დონეზე… “ქართული ოცნება“ თავის პრინციპებს და ღირებულებებს დაშორდა,“
- გედევან ფოფხაძე.



საპენსიო რეფორმა გახდა უმრავლესობიდან გასვლის საბაბი „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრ ბექა ნაცვლიშვილისთვის. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში მის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა.



თებერვლის ბოლოს პარტია „ქართული ოცნება“ ძველი გვარდიის კიდევ ერთმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა - „ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება იქნება სწორი და სწორი იქნება ჩემი თანამებრძოლებისა და მეგობრების წინაშე“.


ასე ერთ თვეში დაიშალა 116-დეპუტატიანი „ქართული ოცნების“ უმრავლესობა  (უმრავლესობისთვის 113 დეპუტატია საჭირო), თუმცა ეს არ არის საბოლოო შედეგი - დეპუტატ გია ჟორჟოლიანს უკვე დაანონსებული აქვს, რომ უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებმაც დატოვონ - ეს შემდეგი თვის თემაა.


თებერვლის მნიშვნელოვან საკითხებში შედის ასევე ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებული  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომები - ანუ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკის დალაგებაში. როგორც ცნობილია, ბესელიას და სხვათა ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ნაცვლიშვილის კანონპროექტს კი 42-მა. ყველა იმ კანონმდებელთან, რომელიც „ესემეს დირექტივას“ არ დაემორჩილა, ივანიშვილი ცალ-ცალკე ატარებს გამოკითხვას - საუბრის შინაარსი არც წასულების მხრიდან საჯაროვდება, თუმცა, ცნობილია, რომ „დაუმორჩილებელ მეოცნებეთა“ რიგებში უმეტესობა ძველი გვარდიაა.


„ქართული ოცნების“ ამ გადაადგილებებზე პოლიტოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებზე აქცენტს პარტიის ახალგაზრდა თაობაზე გააკეთებს, ნაწილი კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართვას იხსენებს:


„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლო 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში – საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა... მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“.


თებერვალში გაფორმდა ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურის და ეროვნული ბანკის მიერ იანვარში გახსენებული ათი წლის წინანდელი საქმის პირველი შედეგი - თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ 27 წლის წინ, მათ მიერ შექმნილ ბანკში წილები შეინარჩუნეს, თუმცა თანამდებობები დათმეს. მიუხედავად ამისა, დავა, რომელსაც საზოგადოებაში უკვე დაერქვა ე.წ. ხაზარაძე-ივანიშვილის დავა ანაკლიის პორტისთვის, ისევ გრძელდება - ასპარაზი ამჯერად პარლამენტია, სადაც ერთი საკომიტეტო მოსმენა ჩავარდა, დღეს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მამუკა ხაზარაძის განმარტებებს დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციის გარეშე მოისმენენ.



ერთთვიანი შედეგები შეჯამდა იანვარში ამოქმედებულ რეგულაციებზეც:


• 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საპენსიო დაგროვებითი სისტემა;


ბოლო მონაცემებით, საპენსიო შენატანების ოდენობა დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც 10 კომერციულ ბანკშია გადანაწილებული. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დარიცხულ 2%-ს, ის ისევ ხაზინაშია, შესაბამისად, მას საპროცენტო სარგებელი არ ერიცხება.


• ამავე პერიოდიდან დაიწყო ავტომანქანების საყოველთაო ტექინსპექტირების მორიგი ეტაპი.


თებერვლის ბოლოსთვის ტექინსპექტირება 109 416-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 61% დახარვეზდა.


• 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა


  • რეგულაციის პირველი ოფიციალური შედეგი დათვლილი არ არის, თუმცა „კომერსანტთან“ საუბრებში ტექნიკის მაღაზიები აცხადებენ, რომ გაყიდვები 40-50%-ით შეუმცირდათ.



  • ბოლო მონაცემებით, ბაზარი დატოვა 20-ამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, იხურება ლომბარდები.


  • გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ დეველოპერული კომპანიები


  • ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სესხის აღებას მოსახლეობა ბანკში ვეღარ ახერხებს და იძულებულია, მევახშეებთან გაცილებით დიდ პროცენტს და უფრი მძიმე პირობებს დათანხმდეს.


ერთი სიტყვით, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯები არც ტაიმერის ჩართვიდან მესამე თვეს გამოკვეთილა.


ერთი პოზიტივიც - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, BB--დან BB-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.


როგორ განვითარდება მოვლენები მარტში, „კომერსანტი“ თვის ბოლოს დაითვლის. თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები დამოუკიდებელი გუნდის შექმნას გეგმავენ. ივანიშვილის ჩართული ტაიმერიდან მეოთხე თვეში შესაძლოა, სწორედ ეს თემა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი.



სალომე ლემონჯავა






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...


მსგავსი სიახლეები

up