ივანიშვილი: ხორავას ქუჩის და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელი უზნეობაა

ივანიშვილი: ხორავას ქუჩის და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელი უზნეობაა

access_time2018-10-23 23:57:21

„ხორავას ქუჩის ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. მაგრამ ის რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავსა და გირგვლიანს შორის გავავლოთ პარალელები ეს უზნეობაა. გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლა და ხელი დააფარა ამ მკვლელებს“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა..

 

„ხორავას ქუჩაზე ჯერ არ დასრულებულა სასამართლო. ის რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და პარალელებს ავლებენ გირგვლიანთან ზოგიერთები, ეს დიდი ცინიზმი და უზნეობაა, რამეთუ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი ინტერესი ამ მკვლელობაში არ ყოფილა. სახელმწიფოს ერთადერთ ინტერესია, რომ ეს გამოძიება სწორად წარიმართოს და დროში იყოს დასრულებული.

 

საგამოძიებო კომისიამ ვერავითარი მინიშნება ვერ გააკეთა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი რომ ხელისუფლებას ხელი დაეფარებინა ვინმესთვის


 

მიტინგების საწყისი გახდა ის, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. ამ დროს მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ პროკურატურა მართავს სასამართლოს, არა და ჭიდილში საპირისპიროდ მოხდა რომ სასამართლომ პროკურატურის მოსაზრებები არ გაიზიარა და ამან შეიწირა პროკურორი (მთავარი) და რამდენად სამართლიანად გადადგა, - ამაზე კითხვის ნიშნები არსებობს.

 

ნორმალურ სახელმწიფოში სასამართლო პროკურატურაზე მიბმული არ უნდა იყოს და ნოტარიუსის როლს არ უნდა ასრულებდეს, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა“, - განმარტა ივანიშვილმა.






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up