ივანიშვილი: „უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან“

ივანიშვილი: „უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან“

access_time2018-10-23 23:52:57

უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მისივე თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალური მცდელობა უნდა მიმართოს ამ მიმართულებითაც.



„საგარეო საფრთხეები არის ყოველდღიური, მაგრამ თუ შევხედავთ საქართველოს საგარეო კურსს, ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის. ვისაც მე ვიცნობ, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ხუმრობით ამბობს ყველა, ნახევრად შურით და ნახევრად შექებით, როგორ ახერხებთ ამასო. დღეს ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო მთავარ პარტნიორად – აშშ. ასეთი ახლო ურთიერთობა აშშ–სთან არასდროს გვქონია. ასევეა ევროპის მიმართულებით. მეზობლებთან გვაქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ასევე უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს დიდ მეზობელთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. მაქსიმალური მცდელობა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ხმებს ცილისმწამებლურს უწოდებს. „რა თქმა უნდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები არასწორია. არანაირი ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებები იქ არ მზადდება. ეს არის ცილისმწამებლური განცხადებები. მე ვფიქრობ, ეს საკითხები უკვე დავიწყებულია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.






"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up