ივანიშვილი: სოციალ-დემოკრატების წასვლა კარგი მაგალითია თუ როგორ უნდა დატოვო გუნდი

ივანიშვილი: სოციალ-დემოკრატების წასვლა კარგი მაგალითია თუ როგორ უნდა დატოვო გუნდი

access_time2019-04-09 23:15:52

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუნდიდან სოციალ-დემოკრატების წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტიიდან მათი გასვლა "ევროპული, კლასიკური ვარიანტია იმის, თუ როგორ უნდა დატოვო გუნდი", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა.


ბიძინა ივანიშვილმა ბექა ნაცვლიშვილს, გია ჟორჟოლიანს და მირიან წიკლაურს წარმატება უსურვა.


"სწორედ რომ ეს ჰგავს იმ კლასიკურ შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოფოდნენ პარტიები, რატომ უნდა გადიოდნენ და ტოვებდნენ საკუთარ გუნდს.



მათ გულწრფელად ეცადნენ და საპენსიო რეფორმაზე საკუთარი ვარიანტი წარადგინეს, თუმცა გუნდიდან ვერ მიიღეს მხარდაჭერა. შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც ასევე აქვთ განსხვავებული შეხედულებები და რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებდნენ გუნდს. გუნდში ამის შეჯერება ვერ მოხდა. მათ გააფრთხილეს გუნდი რამდენჯერმე, საჯაროდაც გამოვიდნენ და შემდეგ გავიდნენ პარტიიდან. ეს არის ევროპული კლასიკური ვარიანტი იმისა, რომ დატოვო გუნდი, იმიტომ, რომ ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე ვერ თანხმდები. როგორც გავიდნენ დანარჩენები, ეს აბსოლუტური გაუგებრობა და ღია კარის მტვრევა იყო მხოლოდ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და „სოციალ-დემოკრატებს“ წარმატება უსურვა.

"ჩემი ოცნებაა, რომ პარტიების ჯანსაღ კონკურენციას მოვესწრო საქართველოში, რომ იდეოლოგიური ბრძოლა წავიდეს და არა ადამიანებზე დაფუძნებული. გულწრფელად ვისურვებდი, რომ მემარცხენე პარტიას მოეკრიბოს ძალა, რაც საკმაოდ რთულია", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.


თეგები:
ივანიშვილ



„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up