ივანიშვილი: რუსთავი 2“ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა

ივანიშვილი: რუსთავი 2“ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა

access_time2018-10-23 22:56:06

ბიძინა ივანიშვილი - „რუსთავი 2“ ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი სიცრუეს უწოდებს. როგორც ივანიშვილმა, მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, აღნიშნა, ამ თემით „რუსთავი 2“ მანიპულირებს, ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას, რაც დადასტურდა, ვინაიდან გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, სადა არასწორად არის ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული ან ნაჩვენებია სხვა მესაკუთრის მიწის ნაკვეთი, რომელიც ვითომ რომელიმე მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

 

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „რუსთავი2“-მა მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანა და აჩვენა მაყურებელს, მაგრამ არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან და როგორ აქვთ ეს ქონება, ან მისი არის თუ არა. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე დადასტურდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, იზორია, თქვენ მათი პოზიცია არ დააფიქსირეთ. თქვენ აირჩიეთ მხოლოდ სესიაშვილი, სადაც სესიაშვილმა ასით ნული მოგიგოთ. პრემიერ-მინისტრთან მიმართებით, საერთოდ სირცხვილი იყო, რაც გააკეთეთ, ვინაიდან 20 წლის წინანდელი სახლი გამოიტანეთ, როდესაც პრემიერი ალბათ თინეიჯერი იყო ან სტუდენტი. აჩვენეთ თუ როგორ არის კორუფციაში ჩართული და ამ დროს მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყრებელს, ეს თქვენი მუშაობის მანერაა. მაყურებლის დიდი ნაწილი მძევლად გყავთ აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, 99% აჩვენებთ სიცრუეს.


 

სესიაშვილის სახლი 310 კვადრატული მეტრია, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმულ - მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მისი აშენება შეგიძლია 100 დოლარად და 100 დოლარი რომ გავამრავლოთ 310-ზე გამოვა 31 000 დოლარი. აუზი საერთოდ „კაპიკი“ დაჯდებოდა, არ არის ეს აუზი გაშვებული და არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია
access_time2021-02-26 11:00:14
„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში...

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?
access_time2021-02-26 10:00:24
      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს. რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში...

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...


მსგავსი სიახლეები

up