ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

access_time2019-08-26 10:00:37

2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა.


2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ148 მილიონ 650 ათას 131 ლარის გადახდა დააკისრა.


საუბარი იყო ივანიშვილის მიერ მოსახლეობისთვის ”გლობალ ტვ” –ის ანტენების, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ გადაცემაზე და შპს ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის”  ”ქართული ოცნებისთვის” უკანონო მომსახურებაზე.


აღნიშნული ჯარიმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. შედეგად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ  საბოლოოდ 74 მილიონ 325 ათას 065 ლარის გადახდა დაევალა, თუმცა დადგენილ ვადაში ჯარიმა არ გადაიხადა. ამის გამო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის საკუთრებად მიჩნეული “ქართუ ჯგუფი” და ბიძინა ივანიშვილის 21.7%–იანი წილი “პროგრეს ბანკში” დააყადაღა და გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პროკურატურამ ივანიშვილის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფინანსური სანქციები, უკანონოდ სცნო და თანხა ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნა.


2019 წელი იანვარი - ოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აქვე ისიც გაირკვა, რომ თერთმეტი წლის წინ მომხდარ ფაქტზე, რომელიც ფულის გათეთრების მუხლით დაკვალიფიცირდა, გამოძიება 2018 წლის აგვისტოში იყო დაწყებული - პროკურატურის მტკიცებით, საქმე გვაქვს 16 754 000 აშშ. დოლარის ლეგალიზაციასთან.

.

2019 წლის ივნისს მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა და  სექტემბერში, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.


ამ გაცხადებიდან ძალიან მალე, 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე  ბრალი ოფიციალურად წაუყენა და აღკვეთის ღონისძიებად მილიონ-მილიონლარიანი გირაო მოითხოვა, რაც სასამართლომ  თითო ბრალდებულზე 700 000 ლარამდე შეამცირა.


ამ ფაქტიდან ორი კვირის თავზე კი პროკურატურამ სასამართლოში მოითხოვა ხაზარაძე-ჯაფარიძის  16 664 000 მილიონი დოლარის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა.


2012 წლის და 20/20-ის წინა საარჩევნო პერიოდის ისტორიულ პარალელებს “კომერსანტთან“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს


როცა მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება ხდება, როგორც ჩანს ამ დროს ყველა პოლიტიკოსი ერთი და იმავე მეთოდებით იწყებს მოქმედებას. სახელმწიფოებრივი ამოცანები უკანა პლანზე გადადის და მთავარია პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის კეთდება ყველაფერი.


საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ამ ყველაფერს პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თამაშის წესები, რომელსაც კარნახობს სისტემა. მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არც მიშა სააკაშვილია და არც ბიძინა ივანიშვილი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების  მანკიერი სურვილი, დანარჩენს ყველაფერს უკვე სისტემა აკეთებს,რომელიც არ იცვლება სამწუხაროდ. ის აკეთებს შესაბამის შეთავაზებას, თუ როგორ უნდა იქნას შენარჩუნებული ძალაუფლება.



გამომდინარე იქიდან, რომ სისტემა არ არის პოლიტიკური ერთეული და მას შეზღუდული სტრატეგიული ხედვა აქვს, მოქმედებს ბრიყვული და უპერსპექტივო მეთოდებით. სისტემა არ შეცვლილა - კოლექტიური მურუსიძე იყო მაშინაც და ის სთავაზობდა თავის სერვისს სააკაშვილს, იგივე კოლექტიური მურუსიძეა დღესაც და იგივე მეთოდებს სთავაზობს გადარჩენისთვის ივანიშვილს - მათ ეს სქემა იციან მხოლოდ.


სისტემა რეალურად უფსკრულისკენ უბიძგებს  ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილ ადამიანებს.


-         რატომ არ ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებას ივანიშვილი?


-         ეს მუდმივი კითხვაა, რატომ არ ითვალისწინებს ამ გამოცდილებას შემდგომი ხელისუფლება ?  იმიტომ, რომ ფაქტობრივად, პოლიტიკური ლიდერები გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ, ისინი აღარ მოქმედებენ, აღარ არიან აქტორები. აქტორია სისტემა. სისტემამ ასე იცის მუშაობა.


 ბიძინა ივანიშვილი დღეს აღარ არსებობს, ის აღარ მართავს პროცესებს. მას აქვს სურვილი შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ სურვილის შემსრულებელი სისტემა მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს. საკუთარი იდეები და მოქმედების გეგმა აღარ აქვს ლიდერს. ისევე,როგორც სააკაშვილს არ ჰქონდა თავის დროზე. ამ დროს მასთან მიდის სისტემა და ეუბნება,“ შენ იჯექი შენთვის, მე ვიმოქმედებ, მე გავაკეთებ“.


ხაზარაძის საქმე რომ ავიღოთ, მე არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს საქმე თვითონ ამოქექა. სისტემამ შესთავაზა. დაინახა, რა მისი  ნეგატიური განწყობა ხაზარაძის მიმართ, და შესთავაზა,“ ჩვენ მივხედავთ მას“, ან სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, ჩვენ მივხედავთ ყოველთვის, ვიღაცას დავიჭერთ, შევაშინებთ.



სისტემის თამაშის წესები ასეთია, იმისთვის რომ ძალაუფლება შეუნარჩუნოს დამკვეთს,  ორ რაღაცაზე უნდა ჰქონდეს მონოპოლია. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის მონოპოლიზება და სრული კონტროლი და მეორე ფინანსური ნაკადების სრული კონტროლი.


ხაზარაძემ რაღაც გამოაცხადა - სისტემამ იკითხა, რა ვქნათ? მოდი ყველა ანგარიში გავყინოთ, გავხადოთ იძულებული ხაზარაძე, რომ ქეშზე გადავიდეს და მერე თანხის მოძრაობაზე დავიჭიროთ. 2011 წელს საინკასაციო მანქანის გაჩერების შემთხვევა, რომ გავიხსენოთ, ამ მოვლენების შემდეგაც  ფულის გათეთრებაზე იყო  საუბრები. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა, ერთადერთი  კონტროლის პალატის  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე აკლიათ და იპოვიან მასაც.


დღეს ხელისუფლება ცდილობს,  არჩევნები კი არ მოიგოს პოზიტიური დღის წესრიგით, არამედ  ცდილობს, რომ არჩევნები იყიდოს. არჩევნები რომ იყიდო ბაზარზე, ფული მარტო შენ უნდა გქონდეს. მას უკონკურენციო არჩევნების ჩატარება უნდა, სადაც არჩევნების ყიდვის საშუალება მხოლოდ თვითონ ექნება. მე ვფიქრობ, რომ აუდიტის სამსახურის გააქტიურების პროცესს ვიხილავთ მალე. “მოგელაძეს“ დააბრუნებენ თანამდებობაზე ან ახალს იპოვიან, თოფურიძეც გამოჩნდება და აი, ასე იმოქმედებენ დ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, წააგებენ, იმიტომ რომ ეს პარტია არ მოგებულა ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ივანიშვილიც ვერ მოახერხებს ამას.


მანკიერ წრეზე ვტრიალებთ, 2020 წლისთვის  ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არც მიშა სააკაშვილი და არც ბიძინა ივანიშვილია, მთავარი პრობლემაა სისტემა.


ეს ფილოსოფიური კითხვაა - ვინ არის ძირითადი პრობლემა, დამკვეთი თუ შემსრულებელი?  სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული კითხვაა, სახელმწიფოებრივი მართვის თვალსაზრისით, მთავარი პრობლემა მაინც არის შემსრულებელი. როდესაც მოდის ახალი ხელისუფლება, სისტემა იწყებს ტრანსფორმაციას, მასზე მორგებას და მის ცდუნებას. ეუბნება, შენ იჯექი კაბინეტში, იყავი წყნარად, მე ყველაფერს შეგისრულებ, მე ადრე შენს წინააღმდეგ ვმოქმედებდი, ახლა მზად ვარ შენს სასარგებლოდ ვიმოქმედო, ფეხებს დაგბან, ფული დაგჭირდება, ფულს მოგიტან ყვლაფერს გაგიკეთებ, შენ იყავი მშვიდად, მე მოგემსახურები იმიტომ, რომ მე ეს ვიცი. სამწუხაროდ, სისტემა აცდუნებს, რყვნის და საბოლოო ჯამში მძევლად აჰყავს ყველა დამკვეთი, ყველა ლიდერი. ეს მოუვიდა სააკაშვილს, ეს მოუვიდა ბიძინა ივანიშვილსაც...


ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ის რაიმეს  მართავს, აღარ მართავს ივანიშვილი არაფერს, გადაწყვეტილებები არჩეულია იმ მენიუდან, რომელსაც სისტემა სთავაზობს. ის ძალიან შეზღუდულია, ფაქტობრივად, ივანიშვილი დღეს უკვე სისტემის მძევალია, გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას, რომ  სისტემის მსხვერპლია.


ნაცვლად იმისა, რომ  ბიძინა ივანიშვილს სისტემის დემონტაჟი მოეხდინა, მან კომფორტი იგრძნო  მასთან თანამშრომლობისას. საბოლოო ჯამში, მივიდა იქამდე,რომ გვიმტკიცებდა, მაშინ მურუსიძე ცუდ საქმეს აკეთებდა და დღეს კარგ საქმეს აკეთებს, მურუსიძე გმირია და შავგულიძე ცუდი კაციაო. სისტემამ გაიმარჯვა მასზე, კი ბატონო შეიძლება გადაწყვეტილებებს ბიძინა იღებს, მაგრამ ის მოქმედებს იმ მენიუს ფარგლებში,რასაც სთავაზობს სისტემა.


სისტემა სთავაზობს იმას, რაც მისთვის არის სასარგებლო, ივანიშვილი ნაკლებად აინტერესებს. სისტემას აქვს იმის იმედი, რომ სხვა რომ მოვა, ის ისევ გადარჩება. შესაბამისად, 2020 წლისთვის ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა  ივანიშვილის დამარცხება, არამედ ერთხელ და სამუდამოდ  სისტემის მოსპობა და გადავიყვანოთ ქვეყანა ინსტიტუციურ მართვაზე. ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და არა  ე.წ „სიღრმისეული ხელისუფლება“, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს ახერხებს თავისი თამაშის წესებით.



-         პოლიტიკას, რომ ფული სჭირდება ეს ყველამ ვიცით, 2012 წელს ივანიშვილმა მისი ფინანსური კაპიტალიდან გამომდინარე, წნეხს გაუძლო, შეძლებს იგივეს ხაზარაძე, რომელსაც გაცილებით ნაკლები რესურსი აქვს?


როდესაც შენ ხარ გაკოტრებული, ლეგიტიმაცია დაკარგული გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გიწევს ასჯერ მეტის გადახდა, ვიდრე შენს ოპონენტს. ოპოზიციას განსაკუთრებით დიდი რესურსი არ სჭირდება, არსებული რეჟიმი უკვე ყავლგასულია. მისი გადარჩენა ძალიან რთული იქნება. ასე, რომ თუ არსებობს ზოგადად ფული, რაც არ უნდა ანგარიშები აყადაღო, ის გზას ყოველთვის იპოვის. ჩვენ დიდ ფულზე არ ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ საშუალო რესურსითაც შესაძლებელია პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა და ეს აჩვენა ყველა ბოლო არჩევნებმა.



ხაზარაძის მთავარი ფუნქცია დღეს ის კი არ არის, რომ არჩევნები მოიგოს, მისი მთავარი ფუნქციაა, რომ ორპოლუსიანობა გაარღვიოს, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ ორივე დაზიანებული ბრენდია და ხაზარაძე არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ეს პოლიტიკური სივრცე გაიხსნას და ჩვენ გადავიდეთ მულტიპარტიულ დემოკრატიაზე, სადაც პოსტსაარჩევნო  კოალიციის ფორმირება გახდება გარდაუვალი.


ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობს ქვეყანა და ეს უდაოდ სასარგებლოა.


სალომე ლემონჯავა

ნათია კეკენაძე





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up