ივანიშვილი: ოცნებამ 6 წელში ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა

ივანიშვილი: ოცნებამ 6 წელში ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა

access_time2019-04-08 10:55:20

“როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია. მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ ოცნების ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.


ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა – საკუთარ თავში.


პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას – უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლის და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.



მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.


  აღნიშნა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში.




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up