ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო - რას ჰყვება ხაზარაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო - რას ჰყვება ხაზარაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

access_time2019-09-12 21:25:54

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის ბედი ბიძინა ივანიშვილისა და გენერალური პროკურორის ჩარევით გადაწყდა. ივანიშვილთან შეხვედრასა და წინმსწრები პროცესების თავის ვერსიაზე ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

 

მე არ გამომიტანია ჩვენი შიდა საუბარი. მე პატივს ვცემ ჯენტლმენურ მოლაპარაკებასაც და ოთახში მოლაპარაკებასაც. ეს გამოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და მე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ, - ამბობს ხაზარაძე.

 

მამუკა ხაზარაძე ჰყვება, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ბანკის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა და ითხოვდა 30 მილიონ დოლარს. მისი თქმით, ჩხარტიშვილი ანალოგიურად უჩიოდა სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს, ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან და მთავრდებოდა მისი მოგებით.

 

ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი - ის მოთხოვნა იყო სარჩელში იყო, რომ პირველივე ინსტანციაში ხდებოდა დაყადაღება და თანხის ამოღება. ანუ, პრაქტიკულად ჩვენ არ გვქონდა საშუალება რომ გაგვეგრძელებინა.

 

ხაზარაძე ამბავს აგრძელებს ივანიშვილთან სატელეფონო საუბრით, რომელიც, მისი თქმით, ერთი საათი გაგრძელდა და ივანიშვილი სარჩელის გამოტანასა და მოლაპარაკებას ურჩევდა.

 


მე ვუთხარი, ამას ვერ გავაკეთებ თქო. მე არ ვარ ბანკის 100%-ის მფლობელი, მე ვარ ერთ-ერთ აქციონერი და თავმჯდომარე. ძალიან მეგობრული საუბარი იყო. ისიც მითხრა, ჩემ შვილსაც არ დავაძალებ რამესო. ძალიან რთული იყო უცხოელ პარტნიორებთან იმის თქმა, რომ ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი უნდა გავუშვათ ხელიდან, მაგრამ მე დავარწმუნე ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. მისი სურვილი იყო, რომ სარჩელი გამოგვეტანა და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

 

ამის შემდეგ, ხაზარაძის ვერსიით, ივანიშვილის სახლში შეხვედრას ესწრებიან თავად ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია და მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

მე თბილისში გავიზარდე, უბანში გავიზარდე და ბავშვობაში გვიჩხუბია და უფროსს დაუძახია და შეურიგებია, მაგრამ მილიციელი არ მოუყვანია შეხვედრაზე. პატარა სასამართლო ამბავში მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც.

 

ხაზარაძე ამბობს, რომ შეხვედრიდან შოკირებული გამოვიდა და ივანიშვილს პატარა სახელმწიფოდ მოიხსენიებს, რომელიც საქმეს არჩევდა.

 

მადლობაც არ გადამიხადა - მადლობაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმაზე, რაღაცა მაინც რატომ არ გადავიხადეთ - ალბათ ეს იგულისხმებოდა. ალბათ ჩხარტიშვილისთვის [უნდა გადაგვეხადა]. ჩხარტიშვილს რომ დავუსვი კითხვა, რაზე დავობ და 30 რა რიცხვია თქო, რამე ხომ უნდა იყოსო, მიპასუხა. ეს თემა მოკვდა მაშინვე, როგორც კი შოთაძემ - იურისტია და - თქვა, საერთოდ რასთან გვაქვს საქმეო.

 

ხაზარაძის თქმით, ეს ამბავი დაივიწყა, რადგან მის სასარგებლოდ გადაწყდა.

 

ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

 

Radiotavisufleba.ge





კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს

კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს
access_time2020-01-29 13:01:05
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. „დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით,...

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...


მსგავსი სიახლეები

up