ივანე მაჭავარიანი: ხელისუფლების და პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრის მთავარი მისიაა,პოპულისტურ ნაბიჯებზე არ გაცვალოს  მაკროეკონომიკური სტაბილურობა

ივანე მაჭავარიანი: ხელისუფლების და პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრის მთავარი მისიაა,პოპულისტურ ნაბიჯებზე არ გაცვალოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა

access_time2019-10-02 11:24:32

ხელისუფლების და პირველ რიგში, ფინანსთა მინისტრის მთავარი მისიაა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა არ გაცვალოს პოპულისტურ ნაბიჯებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის ეთერში 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით შემუშავდა მომავალი წლის ბიუჯეტი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.




მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ყურადღება გამახვილდა სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები.





„ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხელისუფლებას უჭირს გაუძლოს პოპულიზმის ზეწოლას. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, შეიძლება გვითხრან, რატომ ზრდით პენსიას 20-30 ლარით? მოდით, პირდაპირ 100 ლარით გავზარდოთ, ანდა რატომ აძლევთ პედაგოგებს 300 ლარს? მივცეთ 700 ლარი... შემდეგ იწყება შეჯიბრი, ვინ უფრო გულუხვი და კეთილია, ოღონდ არვინ ფიქრობს, რა არის დაფინანსების წყარო. თუ დავივიწყებთ, რა ზომის ეკონომიკა გვაქვს და რამხელაა ტვირთი ეკონომიკაზე, რასაკვირველია, შეგვიძლია სადღეგრძელოები ვიძახოთ და მეტი და მეტი ვისურვოთ პენსიაც და ხელფასიც... ფისკალურ ენაზე რომ აგიხსნათ, ეს არის გაქცეული დეფიციტი, უკიდურესად გაზრდილი მიმდინარე ხარჯები და შემცირებული კაპიტალური დანახარჯები, ზედმეტად და უპასუხისმგებლოდ აღებული ვალები და ა.შ. შეიძლება საარჩევნო წელს ვიღაცის გული მოიგო, მეტი ხელფასი ან პენსია დაურიგო, თუმცა შემდეგ წლებში, ქვეყანა განწირული გყავს - ვერ შეძლებ ამ თანხების სტაბილურად გაცემას და კრიზისში და დეფოლტში შეიყვან ქვეყანას, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.








Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 68 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 68 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს
access_time2021-01-16 11:20:15
ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების...

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს
access_time2021-01-16 15:00:24
რამდენიმე დღის წინ აქამდე ნაკლებად ცნობილმა მესენჯერმა Signal-მა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოიპოვა - ეს იმის შემდეგ მოხვდა, რაც მესენჯერმა WhatsApp-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს Facebook-ს გადასცემს.   უცნობ აპლიკაციაზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდა ილონ მასკის ტვიტმა გამოიწვია - „გამოიყენეთ  Signal».   Tesla-ს დამაარსებელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისმა მოწოდებამ ინტერესი არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ინვესტორების...


მსგავსი სიახლეები

up