ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

access_time2020-02-26 15:55:01

„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.


„ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე დავაბრუნებთ დღგ-ის ზედმეტობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დღგ, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებიდანაა დაგენერირებული, როგორიც არის: ექსპორტი, ინვესტიცია, მშენებლობა და ასე შემდეგ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, დღგ-ის სწრაფი დაბრუნება სტიმულია ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებითაც.


„ამ მხრივაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს პროგრესი, თუმცა ჩემი აზრით, გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი, როცა მოგვეცა საშუალება, მაქსიმალურად ჩაგვეკეტა სუსტი რგოლები და
გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში მომხდარიყო სისტემური გაუმჯობესება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.







თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up