ივანე მაჭავარიანი - სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას ისტორიულად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

ივანე მაჭავარიანი - სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას ისტორიულად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

access_time2019-05-26 19:00:41

სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონისა და აქ მცხოვრებელთა ისტორიულ როლსა და მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის.

 

„თითოეული ქართველი ვალშია აქაურთა წინაშე, ვინც არ მიატოვა ეს ულამაზესი კუთხე, უძლებს ყველა გაჭირვებას, ბუნების სიმკაცრეს და ფხიზლად დარაჯობს ჩვენი ქვეყნის კარიბჭეს. მადლობა ამისთვის“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

ფინანსთა მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.


 

„მადლობა ჩვენს დღევანდელ მასპინძლებს, „ყაზბეგის” საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და მათთან ერთად, ყველა მათ კოლეგას მთელ ქვეყანაში, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და განვითარებას. დღეს ჩვენი სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს არაერთ მათგანს. ვისურვებდი, რომ დღევანდელი მათი დაჯილდოება აღვიქვათ, როგორც დაფასება იმ ღირსებებისა, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის სამაგალითო უნდა იყოს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“. 2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up