ივანე მაჭავარიანი – შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას

ივანე მაჭავარიანი – შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას

access_time2020-07-02 14:32:44

„შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფრენებთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება კონკრეტულ ანალიზს და თავად ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მიდგომებს.




„თავისთავად ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ თავად ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ამ ნაწილში ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და ახსნა. ჩვენ, დაახლოებით, 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს. 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად, არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც ეპიდემიის თვალსაზრისით, რისკი საკმაოდ მაღალია. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს. შემდეგ, რომც არ დავაწესოთ შეზღუდვები, გავრცელების პირობებში, ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის, ვფიქრობთ, ადეკვატურია. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, აქაც შეიძლება, გაცილებით უფრო გახსნილი და ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.



ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამას და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ პროცესში უზრუნველყოფილ იქნას რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა, მოქალაქეებისთვის ავიაბილეთების ფასებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.








პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს
access_time2020-08-06 11:30:25
იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ...

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
access_time2020-08-06 09:45:50
პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. ლიბერთის ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს...


მსგავსი სიახლეები

up