ივანე მაჭავარიანი: სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას

ივანე მაჭავარიანი: სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას

access_time2020-10-30 16:11:07

სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაფიქსირდა -0.7%-იანი შემცირება.


„ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც გვქონდა შარშან. ამავე დროს, უნდა უნდა გვხასოვდეს, რომ სხვადასხვა შეფასებით, ტურიზმის წილი ჩვენს ეკონომიკაში, დაახლოებით, 9-11%-ია და ჩვენ სწორედ ეს მონაცემები დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, შარშანდელ დონეზე ვართ. რას ნიშნავს ეს - ჩვენ წელს ეკონომიკას მივეცით სერიზული ფისკალური სტიმული, ბიუჯეტის დეფიციტი გავზარდეთ 8,5%-ით. ამ სტიმულის საფუძველზე, მოხდა ნაწილობრივი კომპენსაცია იმ ეკონომიკური დანაკლისისა, რაც გამოიწვია ტურიზმის ვარდნამ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ, იყო ადეკვატური“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, ამ შეფასებას ადასტურებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.




„მხოლოდ ჩემს სიტყვებს რომ არ დაეყრდნოთ, მოვიშველიებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პერიოდის ეკონომიკურ პროგნოზს, სადაც ფონდი აღნიშნავს, რომ 2021–2025 წლებში, არის მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე უფრო დიდი მაჩვენებლით, დაახლოებით, 5%-ით ვიდრე რეგიონის ქვეყნების, რეგიონი კი მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას და დსთ-ის ქვეყნებს. ანუ მოლოდინია, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა 4-5 წელიწადში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღდგენის პროცესი იქნება ყველაზე სწრაფი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, სექტემბერთან ერთად, საკმაოდ კარგი აქტივობაა ოქტომბერშიც, რასაც შენარჩუნება სჭირდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up