ივანე მაჭავარიანი: საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც  რთულ პერიოდში  საკრედიტო რეიტინგებში წინსვლა შეძლო

ივანე მაჭავარიანი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც რთულ პერიოდში საკრედიტო რეიტინგებში წინსვლა შეძლო

access_time2019-10-12 12:26:01

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში.



ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ მეზობლებთან შედარებით.




„სააგენტო მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორისაა, განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, სადაც აღნიშნულია დღგ-ის დაბრუნების თემა. სააგენტო მიუთითებს, რომ მიუხედავად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებსა, რაც უკავშირდებოდა ზაფხულში , ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.







„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან
access_time2021-01-26 13:30:15
1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ, თუმცა კონკრეტულად რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ და ასევე სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ იციან. „დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, ჯერ არ არის ცნობილი....


მსგავსი სიახლეები

up