ივანე მაჭავარიანი: საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ

ივანე მაჭავარიანი: საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ

access_time2020-05-04 14:45:21

საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა.


მისი განცხადებით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.


„ჩვენ ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება, ასევე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ვერ იღებენ ხელფასს ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორი, მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან ერთად, ინიცირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება მიზობრივი ჯგუფებისთვის მომზადებულ საკომპენსაციო პაკეტს.





საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

„შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება“ - „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს

„შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება“ -   „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს
access_time2020-06-04 10:50:09
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.   „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის...

„ეს ფარსი უნდა დამთავრდეს“-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

„ეს ფარსი უნდა დამთავრდეს“-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...


მსგავსი სიახლეები

up