ივანე მაჭავარიანი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძველი სახით აღარ უნდა არსებობდეს, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

ივანე მაჭავარიანი - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ძველი სახით აღარ უნდა არსებობდეს, ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

access_time2018-12-10 19:05:01

ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები შეიცვალა, ნაწილობრივ შემცირდა კიდეც და მიგვაჩნია, რომ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.


მისი თქმით, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის ფონდი არ არსებობდეს იმ ფორმით, როგორც იყო, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.


„ამ ეტაპზე საჭიროდ იქნა მიჩნეული, რომ ამ სახით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ უნდა არსებობდეს. თუმცა ვიცი, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და რა სახით ჩამოყალიბდება ეს ნაწილი, საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა, იმ სახით არ უნდა იყოს. როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამას აღიარებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ამ მიმართულებითაც ველოდებით ხარჯების შემცირებას და ვფიქრობ, ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, იქნება ეს დანახარჯები დაწყებული შენობის შენახვით, ასევე ადმინისტრაციის და მივლინების, იქაც ადეკვატური უნდა იყოს საშტატო ნუსხა და სხვა ხარჯები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.



რაც შეეხება ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების საკითხს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხიც სავარაუდოა.


„ამ ეტაპზე ეს სავარაუდოა, შეიძლება თეორიულად მოიმატოს, რამდენიმე ადამიანი დააკლდეს, ეს დეტალებია, მაგრამ პრინციპი ის არის, რომ უნდა მოხდეს ხარჯების ადეკვატურობა და თანაზომადობა ფუნქციებთან, რაც პრეზიდენტს დაეკისრება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.






“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა

“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა
access_time2019-01-24 12:40:07
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება.   როგორც „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, პიცერიის გახსნის იდეა ბაზარზე პროდუქტის მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში კი იდეა წარმატებული იქნება. მისივე თქმით იდეაზე...

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა

ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან ერთ წელში “ყვარელრემშენთან” სახელმწიფომ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სატენდერო ხელშეკრულება გააფორმა
access_time2019-01-24 12:45:58
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, თუმცა ამ ხნის მანძილზე მეტროში არაფერი შეცვლილა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურის პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, რისთვისაც  უახლოეს მომავალში საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება. „სამხარაულის მიერ დაწუნებული იქნა ძველი პროექტი. ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების...


მსგავსი სიახლეები

up