ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის ბრალდებებზე: საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი

ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის ბრალდებებზე: საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი

access_time2020-08-07 11:25:37

საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.


მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუშალოს ეპიდემიის მასშტაბურ გავრცელებას, იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე.


„თავიდანვე, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტებზე ოპოზიციას ორგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ეს იყო მიზერული დახმარება, ამავე დროს, აცხადებდნენ, რომ იყო მოსახლეობის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ. იგივე ხდება ახლაც - ეს ორი კონფლიქტური ე.წ. ნარატივი აქვთ, რაც მათი პრობლემაა. მნიშვნელოვანია ერთი რამ - საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი და ამის დასტურია ის, რომ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, „ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი" არის ერთ-ერთი მაღალი, მე-5 ადგილი მსოფლიოში. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაა, დახმარების მესამე ეტაპი გამოცხადებულიყო აგვისტოში, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაშორებული არჩევნებიდან. ეს არის გადასახადის გადამხდელის ფული, რომელიც მიიმართა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებზე და ვფიქრობ, სამართლიანობის კუთხითაც არის გამართული. ჩემი აზრით, არჩევნებთან კავშირი ექნება არა კონკრეტულ პროგრამას, არამედ იმას, როგორ მართე ვირუსი, ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როგორ გადაანაწილე დახმარების პაკეტები, რამდენად ეფექტიანი იყავი ბოლო წლებში და განსაკუთრებით, 2020 წელს, პანდემიის პირობებში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ ფინანსური რესურსების გამოყოფას, წინ უსწრებდა 2-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან.


„ორი თვის თავზე შევთანხმდით 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებაზე. შემდეგ დაიწყო პირველი ჩარიცხვები და დღეს, უკვე მიღებული გვაქვს, დაახლოებით, 800 მლნ დოლარი და ამავე დროს, გაფორმებული გვაქვს, პრაქტიკულად, ყველა ხელშეკრულება, ბევრი მათგანი რატიფიცირებულია. შესაბამისად, წლის ბოლომდე თანხები სრულად ჩამოირიცხება", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up