ივანე მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა  საბიუჯეტო შემოსავლებს ამცირებდა და მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებდა

ივანე მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა საბიუჯეტო შემოსავლებს ამცირებდა და მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებდა

access_time2020-02-20 13:13:44

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ განმარტა, რომ მსგავსი პრაქტიკა არ გაგრძელდებოდა და ტელემაუწყებლებს მოსთხოვა მიმდინარე გადასახადების გადახდა.


„ეს პოლიტიკა, დამეთანხმებით, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად, აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ზოგიერთი ტელევიზიის დავალიანების საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოდან, ტელემაუწყებლებთან დაწყებულია აქტიური კომუნიკაცია დავალიანების დაფარვის კონკრეტული გრაფიკის წარმოსადგენად.



„დღეის მდგომარეობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტელეკომპანიების მიერ, უკვე წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ მათ მიერვე დეკლარირებული გადასახადების სრულად გადახდას. აღნიშნული გრაფიკი, ტელეკომპანიებს საშუალებას მისცემს არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება.


„ტელეკომპანიებისთვის მიმდინარე გადასახადის სრულად გადახდით, ყველა მაუწყებელი პირველად ჩადგება თანაბარ, კონკურენტულ პირობებში, რითაც სატელევიზიო ბაზარზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება თამაშის ერთიანი წესები, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up