ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ვიდეოკონფერენციას დაესწრო

ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ვიდეოკონფერენციას დაესწრო

access_time2020-09-15 20:00:08

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯინა ბეიქერმა, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კოენ დევიდსმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრა ვიდოკონფერენციის ფორმატში შედგა და მას აღნიშნულ რეგიონში შემავალი 13 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დაესწრო.



მონაწილეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, ასევე როგორი შეიძლება იყოს საერთაშირისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის როლი, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ისე ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში.



საქართველოზე საუბრისას, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.




სიტყვით გამოსვლისას, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ეფექტურ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას.



„ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად, 5 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა, თუმცა მას შემდეგ მოჰყვა 2020 წელი - პანდემიის წელი. Covid-19-მა სტრესის ქვეშ დააყენა როგორც გლობალური ჯანდაცვა, ისე სოციალური და ეკონომიკური სისტემები. შოკის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მტკიცე საგარეო ჩართულობის გარეშე, მისი დაძლევა შეუძლებელია, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა იყო ძალიან დროული და არსებითი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკმა საქართველოში 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის ინიცირება მოახდინა.



„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციალური მხარდაჭერის სრულყოფაში. ასევე, ხაზგასასმელია ბანკის დახმარება ჯანდაცვას სფეროში, რამაც საშუალება მოგვცა, დროულად გვქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ აღჭურვილობაზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.




სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელ ერთობლივ ძალისხმევას.



„ის შედეგები, რომელიც აისახა ეკონომიკაზე, იქნება გრძელვადიანი. Covid-ის შემდგომი ეკონომიკები არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო Covid-ის წინა პერიოდში, რაც მოითხოვს შესაბამისი ქმედებების განხორციელებას ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვესაჭიროება განუწყვეტელი მუშაობა იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up