ივანე მაჭავარიანი: მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალისა და დეფიციტის შემცირება

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალისა და დეფიციტის შემცირება

access_time2020-12-24 19:40:00

2021 წლის და არა მარტო 2021 წლის, არამედ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და ბიუჯეტისთვის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალი და გაზრდილი დეფიციტი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს


მინისტრობის კანდიდატის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის შემდეგ დაიწყოს დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება. 



„იცით, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვალის შემცირებისთვის. ეს არის გადამწყვეტი და ეს არაერთხელ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომლის საფუძველიც ფისკალური დისციპლინაა არის გადამწყვეტი. ეს არის ჩვენი კეთილდღეობის და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე მთავარი წინაპირობა, რომ არ გაუარესდეს მაკრო პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ძლიერი ეკონომიკის, მაღალი კულტურისა და დიდი ისტორიის ქვეყნებმა (საბერძნეთი, ლიბანი) საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი არ იმართებოდნენ სწორად, ფისკალური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რამაც ისეთი ზიანი მიაყენა მათ, რომელსაც მინიმუმ ერთი დეკადა დასჭირდება, რომ მოხდეს ვითარების რეაბილიტაცია და აღდგენა. რასაკვირველია, ჩვენ ეს არ გვემუქრება, არ გვემუქრება არცერთ შემთხვევაში, თუმცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. კიდევ გიმეორებთ, ჩვენი ამ წლის დეფციტი არის 9% რაც უკიდურესად მაღალია, მაგრამ ადეკვატურია პანდემიის გამოწვევებთან მიმართებაში. შემდეგი წლის დეფიციტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, არის 7,5% რაც ასევე მაღალია და უკვე 2022 წლიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ მკვეთრი დაღმასვლა, რათა შევინაჩუნოთ მაქსიმუმ 3%-იანი მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up