ივანე მაჭავარიანი: მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან

ივანე მაჭავარიანი: მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან

access_time2019-09-30 14:38:11

მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მან დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ეყრდნობა მომავალი წლის ბიუჯეტი.




„2020 წლის ბიუჯეტი არის „მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი", სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ უფრო მეტად და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ, რაც სოციალურ ნაწილში აისახება. მეორე პრინციპი არის ის, რომ ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ ზრდაზე ორიენტირებული მიმართულებები - ეს არის კაპიტალური დანახარჯები. დანახარჯები ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად სხვანაირ ქვეყანაში გვაცხოვრებს და ეს ჩვენ მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. მესამე, მთავარი პრინციპი - ეს არის ეფექტური მმართველობა, რაც ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს ეკონომიკურად გამართული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას. ეს სამი პრინციპი არის ის ქვაკუთხედი, რაზეც აშენდა ჩვენი ბიუჯეტი" - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.







ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up