ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად პანდემიისა,  მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება

ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება

access_time2020-11-11 21:30:00

მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



ფინანსთა მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა გასული წლების პოზიტიური დინამიკა საქართველოს ეკონომიკაში და აღნიშნა, 2020 წელს მთელი მსოფლიო შეეჯახა უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ შოკს, რომელმაც ზეგავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზეც.



„კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური ცხოვრება. შესაბამისად, ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკასაც. 2020 წელს, ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელია ეკონომიკური კლება 4.5-5.0 პროცენტის ფარგლებში და ეს იმ ფონზე, როცა საქართველო წინა სამ წელს გადაბმულად ინარჩუნებდა მაღალი, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტემპს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე პერიოდში ჩვენ მიერ განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები, წარმატებით აისახა საქართველოს საკრედიტო რეიტინგებზეც," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, გლობალურმა პანდემიამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პოზიტიური ტენდენციები.



„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ჩვენ პანდემიას საკმაოდ წარმატებული მიმდინარე პროგრამით შევხვდით. ამან საშუალება მოგვცა, სწრაფად მიგვეღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და გაგვევლო ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის პირველი ეტაპი. ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული სოციალური ჯგუფი, ბიზნესსექტორი და შეგვემსუბუქებინა კრიზისის უარყოფითი შედეგები. ეს მოიცავდა 375 მილიონი ლარის მოცულობის ჯანდაცვის, მილიარდ 150 მილიონი ლარის სოციალურ პაკეტებს,“ - განაცხადა მან.




როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯების ეფექტურობას ხაზს უსვამს შემფასებელი მისიაც.



„მისიის მიერ დადებითად არის შეფასებული ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებებიც. ჯამში, ჩვენ კერძო სექტორს შევთავაზეთ 1.5 მილიარდ ლარამდე მხარდამჭერი პაკეტები. აღნიშნულმა ღონისძიებებმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გამოცოცხლებას და გადაარჩინა ჩვენი ეკონომიკის არა ერთი სისტემური დარგი, ამ შემთხვევაში, აღვნიშნავდი მშენებლობის სექტორს. თქვენ იცით, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე, მშენებლობის სექტორი თითქმის 50 პროცენტიან კლებას განიცდიდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშრებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება. 2021 წელს 4.3 პროცენტით მინიმუმ, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5.5 პროცენტით. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც.



„სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის 4.3 პროცენტამდე ჩამოწევა ოქტომბერში გამოქვეყნებულ 5 პროცენტთან შედარებით, განაპირობა რეგიონულმა დაძაბულობამ და გლობალური პანდემიური მოვლენების გამძაფრებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.



მან, ასევე, ისაუბრა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სსფ-ის მისიის შეფასებითაც პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად კვლავაც მნიშნველოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.



„ჩვენი მთავრობა იყო და რჩება რეფორმების ერთგული არამხოლოდ აღმავლობის, არამედ სირთულეების დროსაც“, - განაცხადა მან.



დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და მის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის.



„მადლობას ვუხდი ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს და მის გუნდს, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ წარმატებისთვის, რასაც მიუხედავად სირთულეებისა, ერთად მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up