ივანე მაჭავარიანი: მე, როგორც ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას

ივანე მაჭავარიანი: მე, როგორც ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას

access_time2019-09-05 19:00:07

ე, როგორც ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 


მან ყურადღება გაამახვილა ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაზე აღნიშნა რა, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკა მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.



მაჭავარიანის თქმით, ბოლო წლებში მშპ-სთან მიმართებით შემცირდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა. შედეგად, გაიზარდა მთავრობის დანაზოგები და შესაძლებელი გახდა მეტი რესურსის მიმართვა სახელმწიფო ინვესტიციებისკენ.




„ბუნებრივია, ნებისმიერი სამინისტროს თუ სექტორის სურვილები და საჭიროებები ყოველთვის აღემატება ბიუჯეტის შესაძლებლობებს. თუმცა, აუცილებელია და ფინანსთა სამინისტროს როლიც სწორედ ესაა, რომ მოხდეს რესურსებისა და საჭიროებების დაბალანსება. ერთი მხრივ, მაქსიმალურად სწორად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს არსებული რესურსები და მეორე მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენმა დღევანდელმა საჭიროებებმა არ შექმნას მომავალში ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში იზრდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები, კერძო სექტორი არათუ ინვესტიციებზე ფიქრს წყვეტს, არამედ იწყებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შემდეგ ხშირად წლებია საჭირო საწყის ნიშნულზე დასაბრუნებლად.








ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up