ივანე მაჭავარიანი: ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე

ივანე მაჭავარიანი: ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე

access_time2020-11-05 15:47:24

„ამ ეტაპზე, არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან და რადიკალიზმთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებზე ყველამ იგრძონს პასუხისმგებლობა.



„ეს დაძაბულობა, ამავდროულად, ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობს, რომ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არაა რთული პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში, კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება, ასევე, ძალადობრივი გზით გადაწყვეტაზე ფარულად ან მინიშნებით საუბარი. აი, ამაზე უარის თქმა და მეორე მხრივ, მინიმალური წესების დაცვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს და კონტრიბუციას გააკეთებს, როგორც ლარის კურსის მერყეობის, ასევე, ვირუსის გავრცელების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.




როგორც მან განაცხადა, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ დამაიმედებელი.



„სექტემბრის შედგები იყო საკამოდ დამაიმედებელი. ეკონომიკა შემცირდა მხოლოდ 0,7%-ით წინა წელთან შედარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი ძირითადად, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ სერიზული ფისკალური სტიმული, სახელმწიფოს არ შეუმცირებია ხარჯვითი ნაწილი და ის სწორი მიმართულებით დახარჯა. ეს ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ის საპასუხო ზომები, რაც იყო მიღებული გაზაფხულიდან დღემდე, იყო ადეკვატური, არამარტო სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, არამედ იმ კაპიტალური პროქტების გაგრძელების ნაწილშიც, რომლიც მიმდინარეობდა,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up