ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

access_time2019-06-17 12:00:20

ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანმა დაიკავა. ის გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს გასცა პასუხი.


18-წუთიანი ინტერვიუ ოთხ ძირითად საკითხს - “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვის ბრძანებას და ანაკლიის პორტის მოლაპარაკებებს შეეხო.


ივანე მაჭავარიანი FORBES-ის კვირაში - რა მოლოდინებით მივიდა მინისტრი საჯარო სექტორში


“ბიზნესიდან საჯარო სექტორში გადმოსვლა არ არის მარტივი რამ, გარედან გგონია, რომ რაღაცეები გესმის, ხვდები, თუმცა მას მერე, რაც საჯარო სამსახურში მით უმეტეს მაღალ პოსტს დაიკავებ, ხვდები რომ ყველაფერი არც ისე მარტივად არის. გარემო რაც დამხვდა და რა მმართველობის მოდელიც არის, მე მგონია, რომ ჯამში, არის მაინც პრობიზნესური. პირველი, რაც თვალში საცემი იყო ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურში როდესაც ნებისმიერ ცვლილებაზე ვსაუბრობთ, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ცვლილება - დავების საბჭო, საგადასახადო კოდექსი თუ სხვა,  ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები დამხვდნენ. საგადასახადოს, საბაჟოს თანამშრომლები ნებისმიერ გადაწყვეტილებას უყურებდნენ ბიზნესის თვალით. ამ კონტექსტში ბოლო მოვლენები სამწუხაროდ, მოდის წინააღმდეგობაში იმ სულისკვეთებასთან, რაც სამინისტროში დამხვდა,” - ამბობს მინისტრი.


ოქროს სიის შეღავათების გაუქმება - ცვლილებების მიზეზები და ბიზნესთან კომუნიკაცია, რომელსაც მინისტრი მიიჩნევს, რომ არ იყო ბოლომდე გამართული


“არსებობდა 200 კომპანია, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული შეღავათი ოქროს სიის ფარგლებში. ეს იყო 25-დღიანი შეღავათი და სახელმწიფო მათ 25 დღით ასესხებდა ფულს, რომელსაც შემდგომში ისინი იხდიდნენ და იყო 50,000 კომპანია რომელიც იგივე პრივილეგიებით არ სარგებლობდა. ის ფაქტი, რომ მსხვილ გადამხდელს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება, ვიდრე პატარა გადამხდელს, ეს ნორმალური მოვლენაა. მაგრამ მათთვის განსხვავებული დაბეგვრა და მონეტარული შეღავათის მიცემა.


წინასწარი დეკლარირების თემა იყო სხვა მოვლენა, როდესაც შემოსავლების სამსახურმა თავის დროზე გადაწყვიტა, რომ წინასწარი დეკლარირებისთვის მიეცა სტიმული და მიეჩვია გადამხდელი ამ წინასწარ დეკლარირებას. მას ჰქონდა შესაბამისი დრო და ადრე თუ გვიან ის გაუქმდებოდა. ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი.


რეალურად, 200 მსხვილი გადამხდელი, ოქროს სიის სტატუსის მქონე კომპანიები გამოდიოდნენ და ისინი გამოხატავდნენ საჯაროდ უკმაყოფილებას. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ძირითადად ყველა მსხვილი ასოციაცია იყო იქ და ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩემთან იყო 10-მდე ბიზნესასოციაცია აქედან უმეტესობა გაგებით მოეკიდა, განსაკუთრებით მსხვილი ასოციაციები, რისთვისაც მე მათ მადლობას ვუხდი.


გეტყვით ვადებთან დაკავშირებით, უყურეთ რასთან გვაქვს საქმე, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ეს ოქროს სია გაუქმდებოდა. ეს ჩანს სავალუტო ფონდის რეპორტში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიზნესმენი ვალდებულია, წაიკითხოს სავალუტო ფონდის ანგარიშები, რეპორტები და თავის ბიზნესს ასე უყუროს, მაგრამ აქ ჩვენ გვყავს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ბიზნესასოციაციები, არის უამრავი ექსპერტი, უამრავი არასამთავრობო, თავად ბიზნესომბუდსმენი, ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის, რომელიც წლის განმავლობაში უყურებს ბიუჯეტს, სადაც ჩანს ძირითადი ფისკალური პოლიტიკა და ამაზე რეაგირება მათ რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ.



მე გული დამწყდა რაზე, ის რომ ის არხები, ის პლატფორმები, საიდანაც ეს დისკუსია უნდა ხდებოდეს, აბსოლუტურად აღმოჩნდა, იგივე ვალდებულებით სხვათა შორის 2018 წელსაც გვქონდა ბიუჯეტში. 2018 წლის ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული ოქროს სიის გაუქმება. ეს პლატფომები და ეს არხები აბსოლუტურად ინერტული და უმოქმედო აღმოჩნდნენ. რატომ იცით? ჩვენთან როგორ არის მიჩვეული ყველა, “აი დაგვიძახებენ, ფინანსთა მინისტრს შევხდებით, დავილაპარაკებთ.” მე არ მენანება არც დრო და არც ენერგია, რომ ბიზნესს შევხვდე და შევხვდები, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ის ინსტიტუციები, ის ადამიანები, ვინც მოწოდებული არიან, რომ ცოტა მეტი იფიქრონ ეკონომიკაზე, ცოტა მეტი ყურადღებით უყურონ ამ საკითხს, მათ თავის დროზე ეთქვათ, რომ 2017-ში აპირებს მთავრობა გაუქმებას.


რეალურად, ორი წელია ეს ბიუჯეტში იყო ნაგულისხმევი, ეს ჩანდა ანგარიშებშიც.


ჩვენ 30-დღიანი ვადა მივეცით. არავის არ უთქვია, რომ “ხვალ დილიდან იწყება” 30 დღე მივეცით, რაც ნიშნავს, რომ ამ 30 დღის განმავლობაში თუ ისინი განახორციელებენ იმპორტს, მათ ისევ ძველი პირობები ექნებოდათ. ეს ჩაითვალა საკმარისად. შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა; მე მიმაჩნია, რომ ძირითადად მსხვილი ბიზნესი ამას ადეკვატურად შეხვდა, დანარჩენებს კი, გაუხარდათ.


მე გეტყვით რამდენიმე წვრილი შემომტანისგან, როგორც იმპორტიორისგან ისევე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიიდან მადლობები მივიღე, იმიტომ რომ ისინი კონკურენტუნარიან გარემოში ჩადგნენ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ თანაბარი თამაშის წესებზე, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს,” - ამბობს მინისტრი.


საბანკო რეგულაციებზე მაჭავარიანი ამბობს, რომ სებ-მა ეკონომიკას იმაზე მკაცრი რეგულაციები დაუწესა, ვიდრე არსებული ვითარება საჭიროებდა:


მე იმედი მაქვს, რომ რეგულაციების შერბილედბა . თქვენ იცით, რომ დასაწყისშივე, ამ რეგულაციების მაინცდამაინც მხურვალე მხარდამჭერი არ ვიყავი. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებით და ის მოტივაცია, რატომაც ეს გააკეთეს, არის ის, რომ ქართული ფინანსური სისტემა იყოს უფრო დაცული, თუმცა ჩვენს ხედვებს შორის სხვაობა იმაშია, რომ ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, იმგვარი ჯავშანი, რომლის ადეკვატური კალიბრის ყუმბარები აქ არ ცვივა, შესაბამისად - ზედმეტი დაცულობა და დიდი ჯავშანი. უბრალოდ, ეს უფრო ხარჯიანია და უფრო მძიმე სატარებელია, არ არის პროპორციული იმ რისკების, რაც შეიძლება მოხდეს, თუმცა პრაქტიკულად, სამომავლო რისკებს ანულებს, მაგრამ მაგის ფასს ვიხდით იმაში, რომ ესაა ცოტა უფრო მძიმე სატარებელი“, - განაცხადა მინისტრმა.


ანაკლიის პორტზე მაჭავარიანი ამბობს, რომ ახლა ბურთი კონსორციუმის მხარესაა


“მე ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ჩავერთე ანაკლიის საკითხში და უშუალოდ მოლაპარაკებები მქონდა კონსორციუმთან და ყველა იმ პოტენციურ მსესხებელთან და ისინი არიან ძალიან მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციები, ეს არის პრაქტიკულად, ყველა მსხვილი განვითარების ბანკი მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ მათ ჰქონდათ საბოლოოდ რვა საკითხი, საიდანაც პრაქტიკულად შვიდი შეთანხმებულია; ნუ გგონიათ, რომ ეს შვიდი იყო იოლი შესათანხმებელი. საკმაოდ მძიმე დათმობა იყო სახელმწიფოსთვის, მაგრამ დავთმეთ, ამის გარდა, ვადებს რაც შეეხება, მეექვსეჯერ გადავუვადეთ, ერთადერთი რაზეც ჩვენ თავი შევიკავეთ და ეს მე მიმაჩნია სწორად, ეს არის ის, რომ დაგვეზღვია ტვირთბრუნვა. მანდ მე მგონია, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსება, 350 მილიონ ლარამდე დაჯდება რკინიგზისა და მაგისტრალების მშენებლობა და პლიუს მიწების გამოსყიდვა. გადავადება რვიდან შვიდ პუნქტში დათანხმება, ეს არის ის, რაც პირველად ვარიანტთან შედარებით მთავრობამ დათმო.


ახლა მეორე ნაწილი რომ ავიღოთ, კონსორციუმის ნაწილი, პირველ ვარიანტთან შედარებით, იმასთან, რაც დასაწყისში ანაკლიის იდეა გაჩნდა, რასაკვირველია, მათი ვალდებულებები შემცირდა, იმიტომ რომ თავისთავად ანაკლიის მასშტაბის და პორტის მასშტაბის გადახედვა მოხდა და ბევრად უფრო პატარაა, ოთხჯერ უფრო პატარა პორტზე გვაქვს დღეს საუბარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მე მგონი, ბურთი ჩვენსკენ აღარ არის, მგონია, რომ ისინი შეძლებენ იმ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ამ თემის აწევას,”- ამბობს მაჭავარიანი.


ავტომობილებით ხორბლის ტრანსპორტირებაზე დაწესებულ და შემდგომში გაუქმებულ აკრძალვაზე მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ გზით საქართველოში შემოდის ხორბალი, რომლის ფიტო-სანიტარულ მდგომარეობაზეც კითხვის ნიშნები არსებობს. მაჭავარიანის თქმით, ის აკრძალვის არსებობას მხარს უჭერს, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრძანება შეჩერებულია.


“რაც შეეხება ხორბლის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში პირდაპირი ფუნქცია ფინანსთა სამინისტროსი არ იყო, მოდით, ასე ვთქვათ. ზოგადად ჩაითვალა ეკონომიკური გუნდის მიერ რომ შემოდიოდა ხორბალი უკონტროლოდ - რას ნიშნავს ეს, მანქანებით შემოტანილი ხორბლის ხარისხიც, მათი ფიტო-სანიტარული მდგომარეობაც, სურსათის უვნებლობის კუთხით, იყო კითხვის ნიშნის ქვეშ.


ამის გარდა, იყო გადატვირთული გზები, რეალურად როდესაც დავსხედით და გავიარეთ თუ რა შეიძლება დაჯდეს რკინიგზით ამის ტრანსპორტირება, ამას ხორბლის ფასზე პრაქტიკულად არ უნდა ემოქმედა. გახსოვთ ის პროტესტი, შესაბამისად გავითვალისწინეთ, მე მაშინაც ვთქვი, რომ ჩვენი მთავრობა იმითაც გამოირჩევა, რომ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას არ ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ მე დღესაც მჯერა, რომ სწორი გზაა ის ნორმატივი არამარტო სურსათის უვნებლობის კუთხით, მეტს გეტყვით, ძალიან საინტერესო მომენტი არის აქ, მანამდე სანამ ავტომობილებით შემოტანა დაიწყებოდა, ეს ბოლო რამოდენიმე წელია დაიწყო, იქამდე ხორბალი ყოველთვის შემოდიოდა რკინიგზით ან ზღვით. ამ პერიოდში ჩვენ დაახლოებით, ნახევარი ხორბლის შემოგვდიოდა არა - რუსეთიდან, არამედ ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ზუსტად მანქანების შემოსვლის შემდეგ, თითქმის 100% დაჯდა რუსული ხორბალი. ეს ხდება არამარტო იმიტომ, რომ ტრანსპორტირება უფრო იაფია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიაზე რუსეთში, იყიდება ხორბალი, რომელიც არ იბეგრება სრულად და არ არის ბოლომდე ლეგალური.


რაც შეეხება ბრძანებას, ის შეჩერებულია. ჩვენ არ ვაპირებთ ხელების გადაგრეხვით მოქმედებას,”- ამბობს მაჭავარიანი.


BMG






ფადი ასლი – პრემიერს: "თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ"

ფადი ასლი – პრემიერს:
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. "ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up