ივანე მაჭავარიანი: გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას

ივანე მაჭავარიანი: გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას

access_time2019-10-07 23:50:21

გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა განაცხადა, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გერმანია და საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.



„ჩვენი თანამშრომლობა გერმანიასთან ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ხოლო საფრანგეთთან - საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და PROPARCO-ს მეშვეობით. განვითარებისთვის თანამშრომლობაში გაწეული დროული და ეფექტური, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი მხარდაჭერის გამო, თქვენ წარმოადგენთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს საქართველოსთვის", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.



ფინანსთა მინისტრმა ხაზის გაუსვა ენერგეტიკის სექტორში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის" ფარგლებში KfW-სა და AFD-სგან დამატებით მიღებული ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას.




„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმებისადმი. კერძოდ, KfW-სა და AFD დახმარებით მომზადდა და ხელი მოეწერა ოთხწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს გერმანიის მთავრობისაგან 49 მილიონი ევრო, ხოლო საფრანგეთის მთავრობისგან მივიღეთ 25 მილიონი ევრო. დღეს სწორედ ამ პროგრამის II ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხელს ვაწერთ ორ ხელშეკრულებას KfW-თან და AFD-თან, თითოეული - 60 მილიონი ევროს ოდენობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთს რესპუბლიკის მთავრობებს იმ თანადგომისთვის, რომელსაც წლების მანძილზე უწევენ საქართველოს.



„ეს პროგრამები ვერ განხორციელდებოდა KfW-სა და AFD-ს ადგილობრივი ოფისების ეფექტური და პროდუქტიული მუშაობის გარეშე. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ორივე წარმომადგენლობის გუნდთან და თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო ფართოვდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



1992 წლიდან , გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში დაფინანსებისთვის გამოყოფილია, ჯამურად, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.



AFD-ს და PROPARCO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. თანამშრომლობის პერიოდში უკვე გამოიყო, დაახლოებით, 400 მილიონი ევრო სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.







დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up