ივანე მაჭავარიანი გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ: აღნიშნული რეფორმა იმოქმედებს  Doing Business-ის რეიტინგზე

ივანე მაჭავარიანი გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ: აღნიშნული რეფორმა იმოქმედებს Doing Business-ის რეიტინგზე

access_time2020-02-06 15:03:15

გადახდისუუნარობის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ამოქმედება, ვფიქრობთ, იმოქმედებს Doing Business-ის რეიტინგზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტროც.



„ეს არის ძალიან საინტერესო და პროგრესული კანონი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანონი მზად იყო, შეთანხმება მიმდინარეობდა ორ კომპონენტზე: ერთი იყო, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ის, რომ აღსრულების ბიურო იყო მონაწილე გადახდისუუნარობის პროცესში და მას ჰქონდა გადამწყვეტი ფუნქცია და მეორე მხრივ, როდესაც დგებოდა აქტივების განაწილების საკითხი, რიგითობაში შემოსავლების სამსახურს ჰქონდა პრიორიტეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ საუკეთესო გამოცდილება, დავახარისხეთ ქვეყნები იმ ჯგუფებად, სადაც არის ყველაზე ლიბერალური და პრობიზნესური გარემო. ბევრი მოლაპარაკების შედეგად, ორივემ დავთმეთ პოზიციები და შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპონენტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ჩაერთოს, რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს - ჩვენ თავი დავიყენეთ ჩვეულებრივი კრედიტორის რიგში იმისდა მიხედვით, ვისთან როდის წარმოიშვა ვალდებულება. ეს არის ძალიან კარგი და კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, უწყებრივი ინტერესები გაიწიოს მეორე პლანზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, გადახდისუუნარობის რეფორმის შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდება Doing Business-ის გადახდისუუნარობის რეიტინგში, რაც თავის მხრივ, იმოქმედებს ზოგადად, Doing Business-ის რეიტინგზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up