ივანე მაჭავარიანი: ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

ივანე მაჭავარიანი: ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

access_time2019-12-09 16:32:26

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ნარჩუნდება მშპ-ს 2,5-2,7 პროცენტის ფარგლებში. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ეფუძნება ფისკალური წესების განახლებულ ჩარჩოს, რომელიც მომზადდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად.



„2019 წელს, განახლებული წესების მიხედვით, უცვლელი დარჩა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი. ამ პარამეტრების ფარგლებში, მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ოპერაციები, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფიციტები და ვალდებულებები. ასევე, მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.




მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა 2 კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად, ანუ კომერციულად მომგებიან საწარმოებად, რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად დაკავშირებული არ არიან ბიუჯეტთან, და სამთავრობო საწარმოებად, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან.



ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება როგორც მთავრობის ვალის, ისე ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებში.







ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up