ივანე მაჭავარიანი:  თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ფინანსთა სამინისტრო დონორებთან მოლაპარაკებებს იწყებს

ივანე მაჭავარიანი: თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ფინანსთა სამინისტრო დონორებთან მოლაპარაკებებს იწყებს

access_time2019-09-13 12:00:29

ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის წევრებმა განიხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროექტი თბილისის მერიის ინიციატივაა და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კვანძს წარმოადგენს.




„ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია. საუბარია სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარებაზე, იქნება, დაახლოებით, შვიდი სადგური. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ აშშ დოლარიდან 218 მლნ აშშ დოლარამდეა.



„ვიცით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი. მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში. საუბარია სესხზე, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.







„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“
access_time2020-02-25 10:00:04
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი...

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...


მსგავსი სიახლეები

up